ხუანდე: "პელეგრინი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე"

ხუანდე რამოსმა "ელ კლასიკოს" პერიპეტიებზე ისაუბრა.


- შეხვედრის დასაწყიში გვიამბეთ, ამ მომენტში რითი ხართ დაკავებული?
- მოგზაურობითა და უფრო მეტი საფეხბურთო მატჩების ყურებით ვარ დაკავებული.მე ხშირად ვსტუმრობ ინგლისსა და იტალიას, სადაც ძლიერი და მეომარი სულის მქონე გუნდების ორთაბრძოლას ვადევნებ თვალს.შეიძლება ნახსენები ქვეყნების კლუბების ესთეტიკა ნაკლებად მოგწონდოს, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ისეთი ბრწყინვალე გუნდები ასპარეზობენ, როგორიცაა "ჩელსი," "ინტერი" და სხვანი.

- საინტერესოა, თუ სად უყურეთ "კლასიკოს?" ალბათ, საკუთარ სახლში მდივანზე წამოგორებული უცქერდით თვალს ტიტანების ჯახს არა?
- ცდებით, მე "სანტიაგო ბერნაბეუს" ერთ-ერთი "ლოჟიდან" ვუყურებდი თამაშს.ჩემი მეგობრების ძალისხმევით, სწორედ იქ მერგო ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ყურება.სიმართლე გითხრათ, შედეგი სულაც არ გამკვირვებია.

- განვლილმა შეხვედრამ ხომ არ გაგახსენათ გასულ წელს "ბარსას" წინააღმდეგ განცდილი მარცხი (2-6)?
- ვგონებ, თქვენს მიერ ნახსენები მატჩები ძალზედ წააგავდა ერთმანეთს.კატალონიური გრანდი ამ შემთხვევაშიც რამდენიმე საფეხურით მაღლა იდგა მადრიდზე.გასულ წელს, როდესაც ვთქვი, რომ "ბარსა" "რეალზე" უკეთესად გამოიყურება მეთქი, ბევრს ეწყინა.ახალი სეზონის დაწყების წინ დედაქალაქელებმა დიდი თანხა გაიღეს გუნდის გასაძლიერებლად, თუმცაღა მათ უშუალო მეტოქესთან თამაშის დონით გათანაბრება მაინც ვერ შეძლეს.

- რა არის "ბარსელონას" დომინირების მთავარი მიზეზი?
- მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ "ბარსელონას" ჰყავს გუნდი, ხოლო "რეალს" კარგი ინდივიდუალები.

- რა დაკსვნას გააკეთებთ "კლასიკოს" შემდეგ?
- "ბარსა" 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდა თამაშს.კატალონიელები ჩვეულ სტილში ირჯებოდნენ.თავად პელეგრინიმაც აღიარა, რომ ამჟამად გვარდიოლას შეგირდები უფრო მაღალ საფეხურზე არიან, ვიდრე თავისი გაწვრთნილები.ბევრი უსიამოვნო ფაქტად იღებს, როდესაც ვამბობთ, რომ სამეფო გუნდი არ არის კარგად დაბალანსებული, თუმცა სიმართლეს ვერ გაექცევი.

- გულშემატკივრები ითხოვენ ნახევამრცველის ყიდვას, რათა "ბარსასთან" გათანაბრდნენ...
- "ბარსელონა" "რეალისგან" განსხვავებით კარგად არის დაბალანსებული."ელ კლასიკოში" მოედანზე ინიესტა და ზლატანი არ იყვნენ, თუმცა ეს ფაქტორები სულაც არ ეტყობოდა გუნდს.აი სწორედ ამაშია განსხვავება ამ ორ გრანდს შორის.უხეშად რომ ვთქვათ, კატალონიელებმა იციან რა უნდა გააკეთონ მოედანზე და მნიშვნელობა არ აქვს რომელი ფეხბურთელი გამოვა სასტარტოში.

- და როგორ უნდა მიაღწიოს "რეალმა" ასეთ ერთიანობას?
- საჭიროა ძლიერი და დაბალანსებული გუნდის ფორმირება მოხდეს, რომელიც ერთ საერთო სტილზე იქნება მორგებული.

- პელეგრინი დამნაშავეა იმაში, რომ ასეთი გუნდი ვერ ჩამოაყალიბა?
- არა.მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ყველაზე ნაკლებად პელეგრინია დამნაშავე ამაში.პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "რეალი" ხშირად იცვლის მწვრთნელებს.ფაქტიურად, ახალი დამრიგებელი თავისი მეთოდების განხორციელებას ვერც კი ასწრებს.სანამ ასეთი ტენდენცია იქნება, "რეალი" მაღალ მწვერვალებს ვერ დაიპყრობს.

- რატომ არ გააგრძელეთ მუშაობა მადრიდის "რეალში?"
- 2-6-ის შემდეგ მივხვდი, რომ სამეფო გუნდში აღარ ვიმუშავებდი.დავსძენ, რომ მადრიდში შეიძლება ერთი მატჩის შედეგმა დაწყებულ პროექტებს ბოლო მოუღოს.დღევანდელი მდგომარეობიდან გამოსავალი ის არის, რომ "რეალმა" უნდა აირჩიოს ერთი ტაქტიკა, რომელსაც რამდენიმე სეზონის განმავლობაში გამოიყენებს.არ აქვს მნიშვნელობა ეს სქემა მოიტანს თუ არა ტიტულებს.ყოველ 6 თვეში მწვრთვნელის შეცვლა, ჯამში არაფერს შეცვლის.

- 1996 წელს "ბარსელონას" დუბლიორებს თავკაცობდით.თქვენი აზრით, კატალონიური კანტერას წარმატების გასაღები რაში მდგომარეობს?
- ვგონებ, კანტერაში განხორციელებულმა დიდ სამუშაომ შედეგი გამოიღო.სწორედ "ბარსელონას" დღევანდელი სიტუაცია მეტყველებს ამაზე.კანტერას წარმატების გასაღების კი ის არის, რომ "ბარსას" ნებისმიერ ასაკობრივ გუნდში ერთი და იმავე სტილით თამაშობენ.

- "ბლანკოსის" რიგებში რატომ არ ჩნდებიან კანტერანოსები?
- გასულ წელს "კასტილიის" რამდენიმე თამაშზე ვიყავი.სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი იმ ფაქტით, თუ რატომ არ იძახებენ ფეხბურთელებს მეორე გუნდიდან.

- მაშინ რატომ გადაწყვიტეთ პალანკას ფობერით ჩანაცვლება?
- პალანკა "ნოუ კამპზე" გამოვიყვანეთ მაშინ, როდესაც ზედიზედ 9 ფეხბურთელი ლაზარეთში გვყავდა.ამ ბიჭმა კლასიკოს შემდეგ ისეთ დონეზე ვერ გამოავლინა თავი, რომ "რეალის" ძირითად გუნდში შეძლებოდა ადგილის დამკვიდრება.რაც შეეხება ფობერს, მისი მოყვანა ჩემი სურვილი ნამდვილად არ იყო.მე ვითხოვდი ვალენსიას, რომელიც ახლა "მანჩესტერში" ბობოქრობს.

- პორტუგალი ამბობდა, რომ ფობერი სწორედ თქვენი მოყვანილი იყო...
- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.მე ვალენსიას ხილვა მსურდა.

- 2-6 წაგების შემდეგ, "რეალმა" ზედიზედ 4 მატჩი წააგო...
- გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყვნენ.დღევანდელი და შარშანდელი სიტუაციები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.გასულ წელს, "კლასიკოში" ფიასკოს შემდეგ 7 ქულით ჩამოვრჩით გავრდიოლას ბიჭებს, რამაც ლა ლიგის ტიტულს საბოლოოდ დაგვაშორა.ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონში ყველაფერი წინ არის.3 ქულიანი ჰანდიკაპი დიდი ნამდვილად არაა, ასე რომ ყველაფერი შესაძელეებლია მოხდეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)