ტურის მეტოქე – "ალმერია"

მიმდინარე სეზონი, "ალმერიამ" მეტად არადამაჯერებლად დაიწყო... ამას გუნდის გარშემო ატეხილი გაუგებრობებიც მოწმობს, რამდენიმე თვის წინ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უგო სანჩესი გაანთავისუფლეს, მისი ადგილი კი ხუანმა ლილომ დაიკავა. ამჟამად, "ალმერია" ცხირილს შუა ნაწილში, კერძოდ კი მე–13 პოზიციაზე იმყოფება.


მადრიდის "რეალის", მომავალი მეტოქის ქულათა მონაგარი 37–ს შეადგენს. "ალმერიას" წითელ ზონაში მოთამაშე გუნდები 9 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ წინ კიდევ შვიდი შეხვედრაა ჩასატარებელი, სადაც ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ანდალუსიელებმა, საკუთარ მოედანზე მხოლოდ ორი შეხვედრა წააგეს, ალმერიელები საშინაო არენაზე ძალიან კარგად ასპარეზობენ, მათ ხომ ისეთ სერიოზულ მეტოქეებს გაუწიეს კონკურენცია, როგორიცაა მადრიდის "ატლეტიკო" და კატალონიის "ბარსელონა".

სამეფო კლუბმა, "ალმერიასთან" პირველი შეხვედრა – "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართა და ძალიან დიდი გაჭირვებით 4–2 იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს (თავი სერხიო რამსმა გამოიჩნა), პირველი ნახევარი ამავე ანგარიშით დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავდაყირა დადგა, "ალმერიამ" – "სამეფო კლუბის" კარში ზედიზედ ორი გოლის გატანა მოახერხა და მადრიდელთა წარმატებას სერიოზული კითხვის ნიშანი დაუსვა... გასულ მატჩში, "თეთრები" გონსალო იგუაინის შესანიშნავმა თამაშმა გადაარჩინა. პირველ შეხვედრაში, პიპიტამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და "ალმერიას" დამარცხებას ჩაუყარა საფუძველი.

"ალმერია" 4–2–3–1 ტაქტიკური სქემით ასპარეზობს... "რეალის" მომავალი მეტოქე, მეტად სწრაფი და ტექნიკური ნახევარმცველებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთან ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლიათ(ამ ყველაფერს ბარსელონასთან შეხვედრაც ადასტურებს). გუნდის წარმატებულ გამოსვლას ძირითადად ოთხი ფეხბურთელი განაპირობებს. ესენი არიან: კრუსატი, კორონა, პიატი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, კალუ უჩე, რომელსაც 7 გატანილი გოლი დაუგროვდა. რაც შეეხება "ალმერიას" უკანა ხაზს, ანდალუსიელთა დაცვა კარგი თამაშით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ალმერიელები კარის მშრალად შენახვას, უმეტესად დიეგო ალვეშის (მეკარე) შესანიშნავი თამაშის წყალობით ახერხებენ, რომელიც დღითი დღე პროგრესირებს.

ამ დრომდე, მადრიდელები "ალმერიას" 4–ჯერ ესტუმრნენ და აქედან მხოლოდ ერთი მატჩის მოგება მოახერხეს. ამდენივე გამარჯვება დაუგროვდათ მასპინძლებს, ხოლო ორ მატჩში, მეტოქე გუნდები ერთმანეთს დაუზავდნენ.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)