პელეგრინი შესაძლოა სკოლარიმ შეცვალოს

ესპანეთში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ჩილელი სპეცილიასტის, მანუელ პელეგრინის შემცვლელის შესახებ...


წყალი არ გაუვა იმ ფაქტს, რომ მანუელის მუშაობამ ვერ გამოიღო სათანადო შედეგი და "ბლანკოსს" ლა ლიგის მოგების შანსებიც ნელ-ნელა უმცირდება. ლიონთან წაგებული მატჩის შემდეგ ყველა განაწყენებული იყო, თუმცა პელეგრინი მაინც დარჩა გუნდში, მაგრამ მოვიდა მეორე "ელ კლასიკო" , რომელიც გუნდმა 0-2 დათმო საკუთარ მოედანზე. ეს ფლორენტინო პერესისა და ხორხე ვალდანოსთვის ბოლო წვეთი იყო.

გავრცელებული ჭორების მიხედვით დირექტორთა საბჭო უკვე შეუდგა ახალი მწვრთნელის ძიებას. არსებობს რამდენიმე კანდიდატი, ყველაზე გამოკვეთილად მაინც რაფაელ ბენიტესის და ჟოზე მაურინიოს კანდიდატურები განიხილება, მაგრამ ორივე სპეციალისტი წვრთნის გრანდს და მათი გადმობირება რთული იქნება.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რეალის ინტერესთა სფეროში სერიოზულად არის მოქცეული, ბრაზილიელი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი. ესპანეთში მიაჩნიათ, რომ ლუიშ ფელიპეს სამწვრთნელო სტილი პირდაპირ არის მორგებული "ბლანკოსის" სტილზე.

მანუელ პელეგრინი სამეფო კლუბის მწვრთნელის რანგში წლის ბოლომდე იქნება. ზაფხულში კი მისი წასვლის საკითხი აქტუალური გახდება. ჩილელ სპეციალისტს დარჩენის მინიმალური შანსები აქვს. dle 10.1

  • Hala
  • 14 აპრილი 2010
  • 1923
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)