რედონდო:„რონალდუს წასვლის პროცესი არ იქნებოდა ადვილი“

ფერნანდო რედონდო მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა. ლეგენდა საკუთარ სამშოლობში კლუბის ელჩი იქნება და უამრავ პროექტს განახორციელებს...


„მე ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალისთვის“ კრიშტიანო რონალდუს წასვლის პროცესი ძალიან მტკივნეული იქნებოდა. რთულია მოწოდების სიმაღლეზე დარჩე, როდესაც გუნდის უდავო ლიდერი კლუბს ტოვებს და სათამაშო სპეციფიკა თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. კრიშტიანო შეუცვლელი ფიგურა იყო, მის გარეშე „რეალი“ დაახლოებით 10 წლის მანძილზე ვერავის წარმოედგინა.“

„ყველაფერს აქვს დასასრული და მათ შორის კრიშტიანოს ეპოქაც აღმოჩნდა. წლევანდელი წელი „რეალისთვის“ გარდამავალია და ამას კარგად ვხედავთ. ყველაფრის მიუხედავად, კლუბში ახალი სახეები გამოჩნდნენ და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ვინიციუს ჟუნიორი, სერხიო რეგილინო, ვალვერდე და ოდრიოზოლა ბევრს მიაღწევენ, მათი სახით „რეალს“ მშვენიერი ახალგაზრდობა ჰყავს.“

„მახსენდება ის ეტაპი, როდესაც გუნდში კროოსი, ბეილი, კარვახალი, ვარანი, ისკო და ასენსიო ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და საოცარი პროექტი ყალიბდებოდა. გავიდა წლები და რას ვხედავთ? ეს ფეხბურთელები უდიდეს გამოცდილებასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასების კოლექციას ფლობენ. მჯერა, რომ ისტორია განმეორდება და ეს ახალგაზრდებიც, რომლებიც ახლა გამოვიდნენ ასპარეზზე დიდ ფეხბურთს ითამაშებენ და უამრავ ტიტულს მოიგებენ.“

„ვინიციუს ჟუნიორს უდიდესი მომავალი აქვს, ის მხოლოდ 18 წლის არის და „ბლანკოსის“ ლიდერის ფუნქციები იტვირთა, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მე ვფიქრობ, რომ მისი სწორი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. „რეალი“ მასზე ფსონს ჩამოდის და ავანსიც მართლდება. ოქროს ბურთი? ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“


dle 10.1

  • Hala
  • 4 მარტი 2019
  • 1413
  • 1

1

4 მარტი 2019 19:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აზრი არ აქ ამ შემადგენლობით მარტო ცოპა დელ რეის თუ მოვიგებთ :დ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)