ზეედორფი:„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ყოველთვის საოცრად თამაშობს“

კლარენს ზეედორფმა მადრიდის „რეალის“ მიდგომებზე ისაუბრა, რომელიც კლუბს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე აქვს...


„„აიაქსს“ და სამეფო კლუბს ძალიან კარგად ვიცნობ, მათ შანსებს თანაბრად ვერ შევაფასებ, ვინაიდან ფავორიტის სტატუსს „რეალი“ ფლობს, თუმცა მერწმუნეთ, ამ დუელში გამორიცხული არაფერი იქნება.“

„ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, როგორც „აიაქსის“, ასევე „რეალის“ რიგებში. ჰოლანდიურ კლუბთან ერთად ტრიუმფის დროს 19 წლის ვიყავი, კუმირები მყავდა და ემოციებით ვიტვირთებოდი.“

„მაშინ ჩემი კუჯმირი ფრენ რაიკაარდი იყო. ბევრი წელი გავიდა და დაუვიწყარი დაპირისპირებები ისტორიას დარჩა.“

„მადრიდის ჩემპიონობა ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. კლუბს 32 წლის მანძილზე არ ჰქონდა ეს ტიტული მოგებული და მოტივაცია არანორმალურად დიდი გახლდათ.“

„„აიაქსს“ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ზიეიჩი, დოლბერგი, ფრენკი დე იონგი და ასე შემდეგ, მაგრამ შემადგენლობის მხრივ, არც სოლარის უჭირს. დარწმუნებული ვარ, ორივე გუნდი გახსნილ და ლაღ ფეხბურთს ითამაშებს. ეს იქნება ისტორიული დაპირისპირებები.“

„არ გამოვრიცხავ, რომ მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ მეოთხედ შეძლოს ჩემპიონთა ლიგის მოგება. მახსოვს 1998 წელი, როდესაც გუნდს ცუდი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.“

„როგორც მწვრთნელი, კრიშტიანო რონალდუს საკვანძო ფეხბურთელად მივიჩნევდი. პორტუგალიელი მადრიდში მეფე იყო, მაგრამ მერწმუნეთ, პორტუგალიელის გარეშეც ძალუძს ამ კლუბს წარმატების მიღწევა. დიახ, მასთან ერთად მეტი ნდობა იქნებოდა, მაგრამ მის გარეშეც შეიძლება წარმატებაზე ფიქრი. შეიცვალა ზიზუ, აქედან გამომდინარე, აღარ არსებობს მისი გავლენა, ახლა სანტიაგო სოლარი ახალ გუნდს აშენებს.“

„„ბლანკოსი“ უამრავი ახალი სახეა. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებს დიდი მომავალი აქვთ.“

„კრიშტიანო თუ მესი? ვიცოდით, რომ ამ კითხვას ვერ ავცდებოდი. ორივე მოთამაშე რადიკალურად განსხვავებულ სტილში თამაშობს. ბოლო ათწლეულში ამ ფეხბურთელებმა დაუჯერებელი რამ ჩაიდინეს, ისინი არიან რიგგარეშე ფეხბურთელები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა.“

„რეალს“ აღარ ჰყავს კრიშტიანო, მაგრამ ჰყავს სერხიო რამოსი, მოდრიჩი, კროოსი, ბეილი, ბენზემა და სხვა ლიდერები. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელებს ნებისმიერი მეტოქის ძლევა შეუძლიათ.“

„ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან ტურნირზე გამოდიან „რეალი“, „იუვენტუსი“, „პსჟ“, „ლივერპული“, „სიტი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და სხვები არიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“ dle 10.1

  • Hala
  • 11 თებერვალი 2019
  • 1665
  • 2

1

11 თებერვალი 2019 13:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 303
მილანში რას თამაშობდა ტიპი, და რა თაობა ყავდა მილანს მაშინ. ჯერ მარტო დაცვაში ყავდა სამი ისეთი ყველა დროის სიმბოლურში რომ შეიყვან. კაფუ, ნესტა, მალდინი.

2

11 თებერვალი 2019 18:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Reali wels me-14ted moigebs chempionta ligas

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)