სოლარი:„თუ ჩვენს სტილში ვითამაშებთ, დერბის მოვიგებთ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მსურს, პრესკონფერენცია სამძიმარით დავიწყო და გამოვთქვა ჩემი დიდი მწუხარება ემილიანო სალას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის.“

„ასევე მსურს, გამოვეხმაურო „ფლამენგოს“ ტრაგედიას. ვინიციუს ჟუნიორი შეშფოთებულია, ის შესანიშნავად იცნობდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ტრაგედია შეემთხვათ.“

„„ატლეტიკო“ საოცარი ენერგიის მატარებელი გუნდია, ეს კოლექტივი გათვლას ყოველთვის დიდი ენერგიის დახარჯვაზე აკეთებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სტილი არ დავკარგოთ, ამ შემთხვევაში სიმეონეს გუნდს დავამარცხებთ.“

„მოთამაშეები ძალიან ბევრს შრომობ და ცდილობენ, რომ სრული ბალანსი მოახდინონ.“

„ალვარო მორატას გოლი აღნიშვნაზე არ ვფიქრობ, ის პატივს სცემს მადრიდის „რეალს“.“

„ისკოსთან დაკავშირებით პასუხს თავს არასდროს ვარიდებ, მაგრამ ხანდახან უაზრო კითხვები მესმის, ამიტომ თქვენი კრიტიკა მიუღებელია. ალარკონმა დღევანდელ ვარჯიშზე დისკომფორტი იგრძნო, ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაშია იგი.“

„სიმეონე ნამდვილი პროფესიონალია, მასთან ერთად მითამაშია კიდეც. დიეგოს ხედვები ყოველთვის მომწონდა. ის არის შემართული და მოგებაზე ორიენტირებული ადამიანი. სიმეონეს ყოველთვის დიდ წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ახლა ჩვენ კონკურენტები ვართ.“

„ზეწოლა კურტუაზე? მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება დამატებითი სტიმული, რადგან ბელგიელი პროფესიონალია.“

„ასენსიოს და ბეილის დაბრუნება ძალიან ბევრს ნიშნავს. უელსელი და ესპანელი მომდევნო მატჩებში ძალიან ხშირად დაგვეხმარებიან.“

„ფიზიკური კონდიციების მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებიან იმისათვის, რომ ნებისმიერი თვალსაზრისით 100%-ით მზად იყვნენ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 9 თებერვალი 2019
  • 2684
  • 15

1

9 თებერვალი 2019 00:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
:D

2

9 თებერვალი 2019 01:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
solarikov shen tu simeone ar mitango missave moedanze sheniyo valverde an suarezi,vici ro amas ar sheiwer,cholo ki mevaseba magram exa unda mitangos radgan im finalis mogebis shemdeg gadaijva tavze da tan kai shansia cxrilshi poziciis asamagleblad

3

9 თებერვალი 2019 06:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უნდა მოვიგოთ დღეს . ბოლო შანსია ლა ლიგისთვის საბრძოლველად დღევანდელი დერბი...

4

9 თებერვალი 2019 08:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 303
ფრე მისაღები შედეგი იქნება სამივესთვის. 😊

5

9 თებერვალი 2019 08:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უნდა მოვიგოთ და ატლეტიკოს ქულები უნდა დავაკარგინოთ

6

9 თებერვალი 2019 08:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
aucileblad unda movigot tore meore adgilis shansi dagvekargeba

7

9 თებერვალი 2019 08:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Dges tu movigebt didi shansi gveqneba laligis mosagebaf

8

9 თებერვალი 2019 12:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მიდი სოლარ იბრძოლე 2 ადგილისთვის lol 1 ადგილი ბარსასია მხოლოდ

9

9 თებერვალი 2019 12:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ani-barca
მიდი სოლარ იბრძოლე 2 ადგილისთვის lol 1 ადგილი ბარსასია მხოლოდ

მართლა? feel

10

9 თებერვალი 2019 12:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ra gle xar solari.... da zed peresic...

11

9 თებერვალი 2019 13:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ღადაობენ ააქ?ლალიგის მოგებაზე ფიქრობენ ზოგიერთები,იმედია დღს საბოლოოდ გაგიწყდებათ ეგ იმედიც :)

ციტატა: hala hala
Dges tu movigebt didi shansi gveqneba laligis mosagebaf


ჩათვალე მოგებულია,ბარსა არც ითვლება ცხრილში smile

12

9 თებერვალი 2019 13:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს არაფრის მომგები არ არის ატლესთან რონალდოებს და ბეილებს უჭირდათ როცა მართლა ყველაზე ძლიერი იყო რეალი, ამას მართლა გონია რომ ვინიციუსებით და ვასკესებით რაიმეს მოგება შეუძლია :)))

13

9 თებერვალი 2019 14:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Reali3:1 Atletiko

14

9 თებერვალი 2019 20:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Deda movtyan realis

15

9 თებერვალი 2019 21:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
marselos rato ar atamashebs solari magari "დაიცავით ცენზურა!"agajmevinon mag solaris.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)