ვალვერდე:„„რეალი“ და „ბარსა“ თანაბარი დონის გუნდები არიან“

ერნესტო ვალვერდემ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუნებრივია, „ბლანკოსსაც“ შეეხო...


„მე ვფიქრობ, რომ მადრიდის „რეალმა“ ძალიან მოუმატა და დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს. ბოლო კვირებში სოლარის გუნდის პროგრესი აშკარად აისახა, როგორც თამაშის ხარისხზე და გატანილ გოლებზე, ასევე სატურნირო ვითარებაზე.“

„„რეალი“ და „ბარსელონა“ თანაბარი ძალის გუნდები არიან, აქედან გამომდინარე, ფინალში ის კოლექტივი გავა, რომელიც მეტს იბრძოლებს და ნაკლებს შეცდომას დაუშვებს.“

„დიახ, „რეალს“ მოსამზადებლად ერთი დღით ნაკლები ჰქონდა, მაგრამ მსგავს სიტუაციაში ჩვენც ვყოფილვართ. მინდა ვუპასუხო სოლარის გამონათქვამებს კალენდართან დაკავშირებით, „ბარსელონა“ მსგავს სიტუაციაში ხშირად ყოფილა, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.“

„მესის თამაში ძალიან საეჭვოა, ექიმებთან ინტენსიურ კონსულტაციებს გავდივარ და გადაწყვეტილებას დაპირისპირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთობლივად მივიღებთ.“

„„რეალი“ „ნოუ კამპზე“ ყოველთვის კარგად თამაშობს. ბოლო „ელ კლასიკო“ მადრიდელებისთვის ნამდვილად ცუდად წარიმართა, მაგრამ მაშინ გუნდში პრობლემები იყო, ახლა კი ვითარება რადიკალურად სხვაგვარია.“ dle 10.1

  • Ramos
  • 6 თებერვალი 2019
  • 2202
  • 2

1

6 თებერვალი 2019 00:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რონის დაბადების დღე რატომ გაატარე ადმინ? თუდაუნახავი მადრიდისტასი შეგეშინდა რომელიც იტყვის რეალში აღარაა და რა ჩვენი საქმეაო)))

2

6 თებერვალი 2019 11:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რავი დღეს ძან დაძაბული თამაში იქნება მაგრამ ჩვენ ბარსას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)