რეალ მადრიდი 4-0 სარაგოსა

ხუან რამონ ლოპეს-კაროს მოღვაწეობის დროს რეალის მიერ ჩატარებული ერთერთი გამორჩეული მატჩი. ესპანეთის თასის 1/2-ფინალში ბლანკოსმა სარაგოსასთან პირველი მატჩი
სამარცხვინოდ, 1:6 წააგო. სამეფო კლუბს ფინალში გასასვლელად 1 გოლი დააკლდა და ის გოლიც რომ გაეტანა, ეს მატჩი რეალის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს თამაში ისტორიულად მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან რეალმა საოცარი ფეხბურთი ითამაშა და რომ არა მადრიდელთა ყოფილი მეკარე, სესარ სანჩესის ბრწყინვალე ასპარეზობა, ფინალშიც გავიდოდა.
რეალი 4-0 სარაგოსა
გოლები: 1-0 სისინიო(1), 2-0 რობინიო(4), 3-0 რონალდო(9), 4-0 რობერტო კარლოსი(61).




ხუან რამონ ლოპეს-კაროს მოღვაწეობის დროს რეალის მიერ ჩატარებული ერთერთი გამორჩეული მატჩი. ესპანეთის თასის 1/2-ფინალში ბლანკოსმა სარაგოსასთან პირველი მატჩი
სამარცხვინოდ, 1:6 წააგო. სამეფო კლუბს ფინალში გასასვლელად 1 გოლი დააკლდა და ის გოლიც რომ გაეტანა, ეს მატჩი რეალის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს თამაში ისტორიულად მაინც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან რეალმა საოცარი ფეხბურთი ითამაშა და რომ არა მადრიდელთა ყოფილი მეკარე, სესარ სანჩესის ბრწყინვალე ასპარეზობა, ფინალშიც გავიდოდა.
რეალი 4-0 სარაგოსა
გოლები: 1-0 სისინიო(1), 2-0 რობინიო(4), 3-0 რონალდო(9), 4-0 რობერტო კარლოსი(61).

რეალი: კასილასი, სისინიო, ვუდგეითი, რამოსი, რობერტო კარლოსი, გრავესენი(დიოგო 83),
ბექჰემი, ბაპტისტა(კასანო 83), ზიდანი, რობინიო, რონალდო.

სარაგოსა: სესარი, ალვარო, გ. მილიტო, ტოლედო(ხენერელო 81), პონსიო, სელადესი, საპატერ-
ი, კანი, ოსკარი, ევერტონი(სერხიო გარსია 86), დ. მილიტო.

80 000 მაყურებელი

ერთი კვირით ადრე, სარაგოსაში 1-6-ზე შერცხვენილი რეალი სასწაულის მოხდენას შეეცადა და ლამის მოახდინა კიდეც. მადრიდელები მატჩის წინ გაიძახოდნენ, 5-0-ის მოგება ჩვენთვის
პრობლემას არ წარმოადგენსო, მაგრამ მათ განცხადებებს უფრო სურვილად თუ თვლიდნენ, ვიდრე რეალურ შესაძლებლობად.
თამაში კი რეალის სრული უპირატესობით წარიმართა. 57-ე წამზე სისინიომ შორეული დარტყმით ბურთს ადგილი სესარის კარის ცხრიანში მიუჩინა. სამ წუთში უკვე რობინიომ ისარ-
გებლა არაგონელთა დაბნეულობით და სესარს მეორე გაუტანა. მე-9 წუთზე კი ბექჰემის გენიალური გადაცემა რონალდომ დააგვირგვინა. რეალს ფინალამდე 2 გოლი აშორებდა. 61-ე
წუთზე სარაგოსას კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა და რობერტო კარლოსმა ჩვეული
ყუმბარისებული დარტყმით ანგარიში 4-0 გახადა. ნახევარი საათი... 1 გოლი... რეალი სრულ უპი-
რატესობას დაეუფლა, მაგრამ არაგონელები უკვე 10 კაცით იცავდნენ თავს. სარაგოსამ ტაქტიკ-
აც შესაბამისი შეარჩია, - 86 წუთზე, თავდამსხმელი ევერტონი ცენტრალური მცველით, სერხიო გარსიათი შეცვალეს. მანამდე რეალს მოედანზე უკვე გამოყვანილი ჰყავდა ანტონიო კასანო,
რომელის დარტყმულმაც, 88-ე წუთზე ძელს მილიმეტრებში ჩაუარა. მატჩის ბოლო წუთზე კი
სესარმა ჯერ რობინიოს აუღო ურთულესი დარტყმა, შემდეგ რონალდოს და სარაგოსა ფინალში გაიყვანა. რეალის ყოფილმა მეკარემ, რომელსაც ამ გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც უთამაშია, ამჯერად თავისი ყოფილი გუნდი ფინალს მიღმა დატოვა.
მატჩის შემდეგ, ესპანურ პრესაში ბევრი საინტერესო სათაური გაჩნდა: “რეალს სულ ცოტა არ ეყო”, “სესარი ყოფილი გუნდის წინააღდეგ”. “ფინალში გასვლა რეალს უფრო ეკუთვნოდა”,
“საოცარი 10 წუთი” და ბევრი ასეთი. თუმცა მატჩის შემდეგ პირზე ყველას მაინც სესარი და მისი დიდებული თამაში ეკერა.
...საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები 2002 წლის 15 მაისს, გლაზგოში, ჩემპიო-
ნთა ლიგის ფინალში, სესარ სანჩესს მატჩის 68-ე წუთზე ტრავმა რომ არ მიეღო. ამ კითხვაზე
ყველას თავისი ვერსია აქვს. ზოგს მიაჩნია, რომ რეალი მაინც მოიგებდა, ზოგი თვლის, რომ კასილასის მოედანზე შემოსვლა ბედისწერის ბრალიაო, ზოგის აზრით კი დიდი მეკარეები თავიანთ შესაძლებლობებს ნებისმიერ მატჩში და კარიერის ნებისმიერ ეტაპზე ავლენენ. მოკლედ, გლაზგოში იმ მატჩში, კასილასმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი მეკარეა.
გააკეთებდა იგივეს სესარ სანჩესი ლევერკუზენთან მატჩში? ვინ იცის...
dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 2882
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)