სოლარი:„გუნდში სერიოზული სიახლეები გვაქვს“

სანტიაგო სოლარიმ სამეფო თასის განმეორებითი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„აღსანიშნავია, რომ მარკო ასენსიო, ტონი კროოსი და ტიბო კურტუა კოლექტივს შემოუერთდებიან და არასრულფასოვან, თუმცა გარკვეულწილად მნიშვნელოვად დატვირთვას იღებენ. დარწმუნებული ვარ, ისინი მალე გააძლიერებენ გუნდს.“

„ამ მხრივ ძალიან სერიოზული სიახლეები გვაქვს. ტრავმიანობა პირველი განმაპირობებელი ფაქტორი იყო იმისა, რომ ცუდად გამოვდიოდით.“

„ვინიციუს ჟუნიორი თანაგუნდელებს აღაფრთოვანებს, აღარაფერს ვიტყვი პუბლიკაზე, რომელსაც ის ძალიან შეუყვარდა.“

„18 წლის ასაკში ამდენის მიღწევა მარტივი არ არის. ჩვენ ვინიციუსში უდიდეს პერსპექტივა ვხედავთ, ის მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს.“

„გუნდმა, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, მოტივაცია არ დაკარგა და მაინც ბოლომდე იბრძვის. სწორედ ეს არის დიდი პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მანიშნებელი ფაქტორი.“

„წავა თუ არა ისკო? მე მწვრთნელი ვარ და არა პრეზიდენტი.“

„ისკოსთან დაკავშირებით მუდამ გეუბნებით, რომ ის პროფესიონალია და გუნდის დახმარება შეუძლია. მე ვცდილობ, ყველა მატჩში ოპტიმალური თერთმეტეული გამოვიყვანო მოედანზე.“

„თავმდასხმელების პრობლემა ნამდვილად გვაქვს, ვინაიდან ერთბაშად რამდენიმე წინახაზელი დაზიანდა, თუმცა ერთიანი ძალით პრობლემების აღმოფხვრას მოვახერხებთ.“

„ახალგაზრდებს ბრწყინვალე შანსი აქვთ იმისა, რომ გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად იასპარეზონ და საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგი აჩვენონ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 16 იანვარი 2019
  • 3573
  • 6

1

16 იანვარი 2019 00:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
„წავა თუ არა ისკო? მე მწვრთნელი ვარ და არა პრეზიდენტი.“

ნათელი მაგალითი რო პიტალო ხარ :დდ

2

16 იანვარი 2019 00:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ანუ და სიახლე რაარის?

3

16 იანვარი 2019 00:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 534
კურტუა
კარვახალი ვარანე რამოსი მარსელო
ბეილი მოდრიჩი კროოსი ასენსიო
ბენზემა პიატეკი.

აი ამ შემადგენლობის თამაშს ვიხილავდი.

4

16 იანვარი 2019 01:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Spirited Away
ანუ და სიახლე რაარის?
სიახლე ის რო ორ თამაში და დაიცლება ლაზარეთი მაგრამ ბეილი არ მოაწყენს და მალე წავა 😂😂😂

5

16 იანვარი 2019 22:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 579
ციტატა: Erik Lamela
„წავა თუ არა ისკო? მე მწვრთნელი ვარ და არა პრეზიდენტი.“

ნათელი მაგალითი რო პიტალო ხარ :დდ


არც ისეთი პიტალოა. რეალიდან ასე იოლად წავა
-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

6

17 იანვარი 2019 12:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Gadaobs es chemisa xoo?ra motivacia ar daukargia deda aqvs mot y nuli gunds.exla imas vnanop raga aiaqs shexvda shexvedriliyo rame dzliers vityodi mainc dzlieria da moigo tqo da exla aiaqsi tan glapebi ro atreven ra satqmelia

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)