სოლარი:„რონალდუს დის განცხადება არაადეკვატურია“

სანტიაგო სოლარიმ „მელილასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„მელილასთან“ პირველ დაპირისპირებაში დიდი უპირატესობით მოვიგეთ, ვინაიდან ინტენსიურად ვუტევდით და ყველაფერი გამოგვდიოდა. რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი.“

„კასტილიელები დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ და მადლობელი ვარ. ამ დაპირისპირებაში არაერთი ახალგაზრდა ითამაშებს.“

„დიეგო სიმეონეს განცხადებებს ოქროს ბურთთან დაკავშირებით ვერ შევაფასებ. ჩოლომ იცის, როგორ მიყვარს და რამხელა პატივს ვცემ.“

„ვთვლი, რომ მოდრიჩი უდიდესი ფიგურაა და მან დამსახურებულად მოიგო ოქროს ბურთი.“

„კრიშტიანო რონალდუს დის განცხადება არაადეკვატური და სამარცხვინოა როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის.“

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ-ჯერობით ზედმეტად მიმაჩნია.“

„მადრიდის „რეალში“ ბევრი წელი მაქვს გატარებული და ზუსტად ვიცი, რამხელა შრომა იდებოდა იმაში, რომ კლუბი წარმატებული ყოფილიყო. ზოგიერთ შემთხვევაში ღვაწლი არც სჩანდა, ვინაიდან შედეგებს მალევე ვერ ვიღებდით, მაგრამ პროექტი, რომელიც ფლორენტინო პერესმა 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო უბრალოდ ფასდაუდებელია.“

„ისკოსთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ის მოუმატებს. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ყოველთვის არის აზრთა მიმოცვლა.“

„ესპანეთი და არგენტინა ჩემთვის ორ სამშობლოს წარმოადგენს. დიახ, არგენტინელი ვარ, მაგრამ ბებია ვიგოდან არის, აქედან გამომდინარე, ესპანური გენეტიკაც მაქვს და სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს მადრიდში ისე, როგორც სამშობლოში.“

„ლორენტე და კაზემირო დიდ სამუშაოს ასრულებენ. ბრაზილიელის არყოფნის პერიოდში ესპანელმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 დეკემბერი 2018
  • 3947
  • 1

1

6 დეკემბერი 2018 09:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ronaldom tqvenze cudi rom tqvas madloba unda urxrat kidevv

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)