ბენზემა:„სოლარი ძალიან ჰგავს ზიდანს“

კარიმ ბენზემამ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...


„მოედანზე ყოველი გასვლა ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს წელი ყველასთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკის შესრულების შემდეგ ყველას აინტერესებს რა შეგვიძლია ახლა. ჩემი მოტივაცია ანალოგიურია და მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები.“

„კრიშტიანო გვყავდა, მაგრამ ახლა აღარ გვყავს, ამიტომ მასთან ერთად თამაში უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ამიტომ გულშემატკივართა მოთხოვნები რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი სტანდარტისაა.“

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „რეალის“ მაისურით 200 გოლიან ნიშნულს გადავცდებოდი, ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ყოველთვის ვცდილობ გოლების გატანას და გუნდის დახმარებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა მეტოქის კარს მე ავიღებდი თუ თანაგუნდელი.“

„სეზონში გატანილი გოლების მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი 32-ია. წელს კი ვეცდები, რეკორდი დავამყარო.“

„სერხიო ძალიან ღირსეული კაპიტანია. მიხარია, რომ გუნდის სათადარიგო კაპიტნებს შორის ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან დიდ გამოცდილებას ვფლობ და ვცდილობ, ახალგაზრდებს ბევრი ვასწავლო და გამოცდილება გავუზიარო.“

„ძალიან მიყვარს ბურთთან ერთი ან ორი შეხებით თამაში, თუმცა არც ფინტების გაკეთებაზე ვაცხადებ უარს.“

„დაუვიწყარი მომენტი? რა თქმა უნდა, „ლა დესიმა“, მსგავსი განცხადა არასდროს მქონია, ვინაიდან ბოლო წამს მივხვდი, რომ თასის აწევის შანსი მოგვეცა.“

„ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მაქვს მოგებული, მაგრამ კიდევ ვაპირებ ბრძოლას.“

„„ბლანკოსის“ მიზანი ყოველთვის იყო და არის ყველა იმ ტურნირის მოგებაზე, რომელზეც გამოდის.“

„სანტიაგო სოლარი ფანტასტიკური მწვრთნელია, როდესაც მას ვესაუბრები ზიზუ მახსენდება, მათი სტილი იდენტურია. სოლარის უყვარს ბურთი ფლობა, მაგრამ ასევე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შეტევაში სწრაფ გადასვლასა და კონტრ-შეტევებზე მომაკვდინებელ თამაშს.“

„ბეილი „მერენგების“ რიგებში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია, მისი აჩქარებებით მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მუდმივად პრობლემა ექმნებათ.“

„ვამაყობ კაზემიროთი, მისი იმედი ყველა ფეხბურთელს აქვს.“

„ოდრიოზოლამ ადაპტაცია სრულად გაიარა, ის ყველა ფეხბურთელს ბრწყინვალედ უგებს.“

„მესიჯი ქომაგებს? მე მჯერა თქვენი და თქვენი მხარდაჭერის, ჰალა მადრიდ!“ dle 10.1

  • Hala
  • 23 ნოემბერი 2018
  • 1607
  • 10

1

23 ნოემბერი 2018 20:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიდანს არავინ გავს ბეზნიტოო,.ზიზუს მხოლოდ ზიზუ გავს ისევ

2

23 ნოემბერი 2018 20:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჯერ მოიგოს სამჯერ ზედიზედ ლიგა და მერე ილაპარაკეთ

3

23 ნოემბერი 2018 20:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
magrad ki uyvars am chemalas reali

4

23 ნოემბერი 2018 20:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Wtf man
ჯერ მოიგოს სამჯერ ზედიზედ ლიგა და მერე ილაპარაკეთ

რონალდოთი ქნა ეგ ზიდანმა, მის გარეშე მაგრად გაუჭირდებოდა. სოლარის ასენსიო ჰყავს და მაგით იასნია გაუჭირდება, ზამენაც გაცილებით უკეთესი ჰყავდა.

5

23 ნოემბერი 2018 21:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბენზემა უმაგრესია!!!!

6

23 ნოემბერი 2018 21:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
ზიზუ მაინც სულ სხვაა მაგრამ მაშინ სასტავიც უკეთესი ყავდა რეალს, თან სკამიც უკეთესი იყო.
-----------------------
ჰალამადრიდ.

7

23 ნოემბერი 2018 21:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიზუს არავინ გავს ის ლეგენდააა უვრალოდ ✌✌✌😘

8

23 ნოემბერი 2018 22:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბიზვინა ჩემი Fავორიტია :) მასტერ კლასი

9

23 ნოემბერი 2018 22:51

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: thiago alcantara
ციტატა: Wtf man
ჯერ მოიგოს სამჯერ ზედიზედ ლიგა და მერე ილაპარაკეთ

რონალდოთი ქნა ეგ ზიდანმა, მის გარეშე მაგრად გაუჭირდებოდა. სოლარის ასენსიო ჰყავს და მაგით იასნია გაუჭირდება, ზამენაც გაცილებით უკეთესი ჰყავდა.

ზამენას საერთოდ არ ქონდა წვლილი უჩლს მოგების

10

23 ნოემბერი 2018 23:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
„ძალიან მიყვარს ბურთთან ერთი ან ორი შეხებით თამაში“ რაც ასე მომწონს შენს სტილში და რის არქონაც მაღიზიანებს ისკოში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)