სოლარი:„თუ ამ კითხვას კიდევ დამისვამთ პრესკონფერენციას დავტოვებ“

სანტიაგო სოლარიმ „ეიბართან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენი მეტოქე არის გუნდი, რომელიც კონცეპტუალურად გამართულია და შეუძლია ისეთი ფეხბურთის თამაში, რომელიც გულშემატკივარს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ჩემთვის ეს მატჩი საკმაოდ რთულია, მაგრამ მიზნად რა თქმა უნდა, 3 ქულის მოპოვებას ვისახავ.“

„ყოველთვის იმისთვის ვმუშაობდი, რომ მადრიდული გუნდები მოწოდების სიმაღლეზე მდგარიყვნენ, ახლა მთავარი გუნდის სათავეში ვდგავარ და ამაყი ვარ.“

„ზიდანი საოცარი ადამიანია, რომელმაც საკუთარი შედეგებით ყველა აღაფრთოვანა, მისი გამორჩევა ფეხბურთელების დროსაც შეიძლებოდა და ახლა სამწვრთნელო საქმიანობაშიც ეფექტურად ჩაერთო. ფრანგი „ბლანკოსის“ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია და გთხოვთ, მას ნუ მადარებთ და ფრანგზე ნუ მეკითხებით.“

„კიდევ ერთი შეკითხვის დასმის შემთხვევაში, რომელიც ზიზუს ეხება, პრესკონფერენციას დავტოვებ. არ მიყვარს ერთი და იგივე საკითხების ბევრჯერ განხილვა.“

„ასენსიო ჩემი გუნდის წევრია და მასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მე ვთვლი, რომ ესპანელი „ბლანკოსში“ ბევრს მიაღწევს.“

„ჩვენ ვართ გუნდის ნაწილები, ისევე როგორც პრეზიდენტი, დირექტორთა საბჭო, სამწვრთნელო შტაბი ექიმები და ასე შემდეგ.“

„ისკოს გაუმჯობესება შეუძლია, მას დიდი ტალანტი აქვს.“

„მოდრიჩმა ოქროს ბურთი დაიმსახურა, რადგან უნიკალური ფეხბურთელია და ამას ყველა მატჩში ამტკიცებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 ნოემბერი 2018
  • 3920
  • 1

1

23 ნოემბერი 2018 19:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
yvelafershi getanxmebi bolo abzacis garda,travmian fegburtelebzec ro getqva erti ori sityva kai iqneboda

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)