ნაჩო:„შეუძლებელია „რეალის“ მაისური გეცვას და უმოტივაციო იყო“

ნაჩო ფერნანდესმა „პლზენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს და რა თქმა უნდა, გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგებას მოვახერხებთ.“

„მწვრთნელის ცვლილება არასდროსაა იოლი პროცესი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს სეზონის მიმდინაროების დროს ხდება, მაგრამ სოლარი სახლშია და ის აქაურ გარემოსთან ადაპტაციას არ საჭიროებს.“

„კარვახალმა თქვა, რომ ლოპეტეგი საუკეთესოა? მას საკუთარი აზრი აქვს, ესპანელს ძალიან უყვარდა ჟულიენი.“

„ჩვენ გვჭირდება სტაბილური გუნდი, აქედან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გამარჯვება 1/8 ფინალში გასვლის შანსს კიდევ უფრო გაზრდის.“

„პლზენმა ბერნაბეუზე დაამტკიცა, რომ ღირსეული მეტოქეა და არა ხელწამოსაკრავი. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი საშინაო არენაზე მაქსიმუმს გაიღებს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ.“

„ბერნაბეუზე ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. როდესაც შედეგები არ გვაქვს სტვენაც ბევრია, მაგრამ ჩვენს არენაზე თამაშს არაფერი გვირჩევნია.“

„ვინიციუსმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და მუშაობა განაგრძოს. „რეალში“ ფეხის მოკიდება იოლი არ არის, ამიტომ ბრაზილიელს ძალიან სერიოზული პროგრესის ჩვენება მართებს.“

„როდესაც „რეალის“ მაისური გაცვია, ყოველთვის ძალიან მოტივირებული ხარ, ვინაიდან მუდამ გამარჯვებას გთხოვენ, არ არის მნიშვნელობა მეტოქეს.“

„მარიო ჰერმოსოს „რეალში“ ტრანსფერი? ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, თუ ტრანსფერი შედგება, მას დიდ მადრიდულ სახლში მივიღებთ.“

„მნიშვნელოვანია, რომ მატჩების მოგება დავიწყეთ, ჩვენ ეს ყველაფერი დიდი მნიშვნელოვანია, დანარჩენს კი წლის ბოლომდე გადავწყვეტთ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 6 ნოემბერი 2018
  • 1097
  • 2

1

6 ნოემბერი 2018 22:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
გეტყობათ!

2

7 ნოემბერი 2018 14:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მეხუთე გოლზე მაგარი ჩაუტარა დემბელემ ნაჩოს lol

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)