რაფაელ ბენიტესი იგუაინზე საუბრობს

ინგლისის ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, გონსალო იგუაინზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის აზრით, ფერნანდო ტორესისა და პიპიტას თამაშის სტილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს და გონსალოს უდიდესი მომავალი აქვს...


"პიპიტას თამაში ძალიან მომწონს. მას შეუძლია გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში. იგუაინის თამაშის სტილი ძალიან ჰგავს ტორესის სტილს. მე ფერნანდოსთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ და მისი თითოეული დადებითი ნიუვანსი კარგად მაქვს შესწავლილი, რაც შეეხება გონსალოს, მასში აშკარად ვხედავ ტორესისეულ ჩვევებს და მანერებს".

"სამეფო კლუბისთვის არგენტინელი ფეხბურთელი ბევრს ნიშნავს, მას ხშირად გააქვს გოლები და რეალის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ არგენტინელია".

"მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, იგი ახერხებს სრულ კონცენტრირებას ფეხბურთზე და ცდილობს მაქსიმუმის გაკეთებას, დარწმუნებული ვარ ეს ფეხბურთელი თანამედროვე ფეხბურთში საკუთარ სიტყვას იტყვის და ყველას აჩვენებს უმაღლეს კლასს". dle 10.1

  • Hala
  • 1 აპრილი 2010
  • 2055
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)