ლოპეტეგი:„მარიანოს გოლმა სუნთქვა შემიკრა“

ჟულიენ ლოპეტეგიმ „რომასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდმა საოცარი თამაში ითამაშა, ჩემი გეგმა სწორედ ასეთი კოლექტივის ჩამოყალიბებაა. მსურს, რომ გუნდმა ყველა თამაშში ასეთი დამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენოს ქომაგებს.“

„კოლექტივი განაგრძობს ზრდასა და გაუმჯობესებას. ეს მხოლოდ სეზონის სტარტია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ისე დაიწყო, როგორც მოქმედ გამარჯვებულს ეკადრებოდა.“

„მარიანო დიასის გოლმა სუნთქვა შემიკრა, უდიდესი სიამოვნება მივიღე. წინახაზელმა იცის, რომ ვენდობით და ძალიან გვჭირდება, ის ძლიერია ფიზიკურად, ასევე კარგად იბრძვის მეორე სართულზე და ფლობს შესანიშნავ დარტყმას. მიხარია, რომ მარიანოს დონის ფეხბურთელი ჩვენს გუნდშია.“

„რონალდუს მოედნიდან გაძევებაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ეს მომენტი არც მინახავს და არც ჩემი საქმეა. მე „რეალის“ მწვრთნელი ვარ, კრიშტიანო კი „იუვენტუსს“ ეკუთვნის.“

„ასენსიოს თამაში შესანიშნავი იყო. ესპანელი მეორე ტაიმში შევუშვი მოედანზე და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ტემპი კიდევ უფრო მოიმატებდა.“

„ისკოს ინტელექტუალური მონაცემები ნებისმიერ მწვრთნელს აღაფრთოვანებს, მისი გუნდში ყოლა ბევრს ნიშნავს.“

„გარეთ ბეილის სისწრაფე საშუალებას იძლევა, იყო დამანგრეველი როგორც პოზიციური შეტევის, ასევე კონტრ-შეტევის დროს.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2018
  • 4674
  • 5

1

20 სექტემბერი 2018 12:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ღრმად ისუნთქე ლოპო

2

20 სექტემბერი 2018 12:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ათამაშე მერე, ათამაშე. რისთვის იყიდე?! რონალდუ აღარ არის და თუ ისევ გოლები გინდათ მარიანო უნდა გერჩიოთ და თუ ზონების გახსნა ზოზინით თამაში მომენტების განიავება - ბენზემა fellow

3

20 სექტემბერი 2018 13:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5516
ციტატა: ricky8
ათამაშე მერე, ათამაშე. რისთვის იყიდე?! რონალდუ აღარ არის და თუ ისევ გოლები გინდათ მარიანო უნდა გერჩიოთ და თუ ზონების გახსნა ზოზინით თამაში მომენტების განიავება - ბენზემა fellow

wink
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

4

20 სექტემბერი 2018 13:48

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 158
  • |
  • კომენტარები: 485
ასეთი რეალი დიდი ხანია არ მინახია! იმედია ეს ერთი გამონათება არ არის ლოპატეგის დამსახურებაა! მართლა ბრავო!
-----------------------
14 LOADING...

5

20 სექტემბერი 2018 14:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამას კიდე ერთი ადგილი აქ ამწვარი რონალდუსთან მუშაობა რო ვერ მოახერხა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)