პეპეს კლუბის დახმარება სურს

"მადრიდის რეალის" მცველმა პეპემ , რომელიც ამჟამად რეაბილიტაციას გადის იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც მან "ვალენსიასთან" შეხვედრისას მიიღო დეკემბერში, განაცხადა, რომ სურს დაეხმაროს კლუბს უკეთესი სათამაშო ფორმის მიღწევაში.


"მე ძალიან მსურს, რომ მონაწილეობა მივიღო სამხრეთ აფრიკაში გასამართ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებაში , რადგან ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან მნშვნელოვანია. ამასთანავე , არანაკლებ მინდა, რომ ჩემს კლუბს დავეხმარო წარმატებების მიღწევაში"– განაცხადა პორტუგალიელმა."

"მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მალე გამოვჯანმრთელდე და შევძლო მსოფლიო თასსზე გამგზავრება , მაგრამ ამავდროულად ჩემი უპირველესი მიზანი, ჩემი კლუბისთვის დახმარების გაწევაა."

"მე დღე და ღამე ვფიქრობ იმ ადამიანებზე, იმ თანაკლუბელებზე და მხარდამჭერებზე, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე გვერდზე მედგნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს გასამხნევებლად, ისინი რომ არა არ ვიცი რა მდგომარეობაში ვიქნებოდი ეხლა."–დაამატა პორტუგალიელმა.

ბოლოს პორტუგალიელმა მცველმა აღნიშნა, რომ კლუბმა ისევე უნდა ითამაშოს "მადრიდის ატლეტიკოს" წინააღმდეგ, როგორც ამას სხვა თამაშებში აკეთებდა: "ეს ძალიან მძიმე თამაში იქნება და ჩვენ მოედანზე მოგებაზე კონცენტრირებულები უნდა გავიდეთ. ყოველთვის მოგება გვსურს, მაგრამ ეს შემთხვევა სხვებისგან განსხვავდება. ეს დერბია და ამას გულშემატკივრები სხვანაირად უყურებენ."


წყარო: Marca.com
dle 10.1

  • shvela
  • 28 მარტი 2010
  • 1871
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)