ლოპოტეგი:„ბევრმა შეცდომამ ყველაფერი გააფუჭა“

ჟულიენ ლოპოტეგიმ „ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და იმედგაცრუებას ვგრძნობ, თუმცა ვაცნობიერებ, რომ სულ მალე ლა ლიგის პირველი ტური გველის, რომელსაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა შევხვდეთ. მსურს, მივულოცო „ატლეტიკოს“ ქომაგებს, ამ გუნდმა ჩვენი შეცდომები გამოიყენა და ჩემპიონი გახდა. „ატლეტიკო“ შეცდომას არასდროს გაპატიებს.“

„ვერ ვიტყვი, რომ ღირსეულმა არ გაიმარჯვა, მაგრამ „რეალმა“ შესანიშნავად იასპარეზა და არაერთი მომენტი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი გოლი გავუშვით, მეორე ტაიმში 2:1-ს ვაფიქსირებდით.“

„მესამე გოლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა, ძალიან აგრესიული ფეხბურთი დავიწყეთ და უკანა მხარე მოვაშიშვლეთ, სწორედ ამიტომ აიღო „ატლეტიკომ“ ჩვენი კარი მეოთხედ.“

„პოლიტიკა არ შეიცვლება, ჩვენ გვაქვს გზა, რომელსაც წარმატებით გავივლით. ფეხბურთელებს საოცარი მოტივაცია აქვთ და ცდილობენ საუკეთესო ფორმაში შევიდნენ.“

„ბეილი ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ძალიან დიდი პროგრესი აქვს სულ მალე საოცარ წარმოდგენებს დადგამს, მან თანაქალაქელი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ საოცრად იასპარეზა.“ dle 10.1

  • Datuna
  • 17 აგვისტო 2018
  • 1261
  • 2

1

17 აგვისტო 2018 10:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4883
ეს თუ კარგი თამაშია შენთვის, მეორე წრისთვის უკვე ბენიტესის გზას გაგიყენებენ

2

19 აგვისტო 2018 16:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გამოიწერეთ არხი რომელზეც იდება ყველა თამაშის მიმოხილვები გოლები და საინტერესო ვიდეოები სპორტის შესახებ

https://www.youtube.com/channel/UCLsp4x48lkr96kXZPlvlRgg

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)