ლოპოტეგი:„რონალდუს გარეშე „რეალის“ გამარჯვება უფრო დიდი გამოწვევაა“

მანჩესტერ „იუნაიტედთან“ შეხვედრის წინ სამეფო კლუბის მწვრთნელმა, ჟულიენ ლოპოტეგიმ პრესკონფერენცია გამართა...


„ჟოზე მოურინიოს გუნდმა მზადება გაცილებით ადრე დაიწყო და ჩვენს წინააღმდეგ პრე-სეზონის მეხუთე შეხვედრას გამართავს, თუმცა მადრიდის „რეალი“ მზად არის მოედანზე მოსაგებად იბრძოლოს. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და ცდილობს ოპტიმალურ ფორმამდე მივიდეს.“

„ზოგიერთ მოთამაშეს მოედანზე მეტი დროის დაყოფა შეუძლია, ზოგიერთს ნაკლები. ეს არის ერთვარი ტესტ მატჩი, სადაც ვნახავთ, რა დონემდე მივედით.“

„გუნდს არაერთი ფეხბურთელი აკლია. სულ მალე სუპერ ვარსკვლავები შემოგვიერთდებიან სერხიო რამოსის, კოვაჩიჩის, მოდრიჩის, მარსელოს და კაზემიროს სახით, მათი დამატების შემდეგ კიდევ უფრო სოლიდურები გავხდებით.“

„საბედნიეროდ, ტრავმიანობის პრობლემა არ გვაქვს. კოლექტივი დიდი ინტენსივობით ვარჯიშობს, დღეში ორჯერ ვირჯებით და ვცდილობთ, რაც შეიძლება დროულად შევიდეთ ფორმაში.“

„კრიშტიანო რონალდუ „რეალის“ ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ „იუვენტუსში“ გადასვლა მისი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ჩვენ პატივი ვეცით. პორტუგალიელმა დიდი მემკვიდრეობა დატოვა, რომელიც სოლიდურად უნდა მივიღოთ. ბეილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და დარწმუნებული ვარ, გუნდის ლიდერის ფუნქციას ბრწყინვალედ მოირგებს.“

„უელსელი ფეხბურთელი საოცარ შესაძლებლობებს ფლობს. ბედნიერი ვარ, რომ ის გავიცანი და ჩემი გუნდის წევრია.“

„როდესაც „რეალში“ დავინიშნე, რონალდუ კვლავაც მადრიდს ეუთვნოდა, თუმცა მალევე მაცნობეს, რომ კლუბის დატოვება გადაწყვიტა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა კრიშტიანოს გარეშე არსებული „რეალის“ მწვერვალებზე აყვანა.“

„ვინიციუს ჟუნიორი ყველა ვარჯიშზე გვაოცებს, მისი ტექნიკური არსენალი მართლაც უსაზღვროა. ბრაზილიელი ჩვენთან ერთად იმუშავებს და მაქსიმალურად ვეცდებით, მისი ადაპტაცია ევროპულ ფეხბურთთან უმოკლეს დროში მოხდეს.“

„ბეილი და ბენზემა ერთმანეთს ბრწყინვალედ უგებენ, რაც არ მიკვირს, ვინაობა ერთად თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ.“

„კეილორ ნავასს უკვე ვესაუბრებ, კოსტარიკელი „რეალში“ თავს ბედნიერად გრძნობს და წასვლაზე არც ფიქრობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 31 ივლისი 2018
  • 4352
  • 5

1

31 ივლისი 2018 12:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არც კურტუა მოვა არც აზარი და არც არავინ :) მორჩა გუნდი ტრანსფერებს.

2

31 ივლისი 2018 12:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Erik Lamela
არც კურტუა მოვა არც აზარი და არც არავინ :) მორჩა გუნდი ტრანსფერებს.


კურტუა რეალური მგონია უფრო, აი აზარს 200 მილიონ გირვანქას აფასებს და მაგხელა თანხას რეალი კი არა სიტი პსჟც არ გადაიხდის :დ აი ჩინური კლუბები არ ვიცი :დ

3

31 ივლისი 2018 13:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: totti10
ციტატა: Erik Lamela
არც კურტუა მოვა არც აზარი და არც არავინ :) მორჩა გუნდი ტრანსფერებს.


კურტუა რეალური მგონია უფრო, აი აზარს 200 მილიონ გირვანქას აფასებს და მაგხელა თანხას რეალი კი არა სიტი პსჟც არ გადაიხდის :დ აი ჩინური კლუბები არ ვიცი :დ

არც კურტუა მოვა და არც არავინ და ამ წელს კოპასაც ვერ მოვიგებთ

4

31 ივლისი 2018 13:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ratomgac mgonia ro magrad chaisvris reali gaisad da es mwvrtneli mgonia magari dodola da imedi makvs mxolod rom vcdebi

5

1 აგვისტო 2018 00:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დედიკო ვატირე შენი პერეს !

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)