"მშვიდობის თასი" იუვენტუსი 2:1 მადრიდის რეალი , მატჩის სტატისტიკა

ვერც ხმამაღალმა შენაძენებმა, ვერც საერთო ეიფორიამ, რომელიც გამოწვეული იყო გატარებული პოლიტიკით, ჯერჯერობით ვერ დააბრუნა მადრიდის რეალი საჭირო დონეზე. "მშვიდობის თასის" ნახევარფინალში იუვენტუსის წინააღმდეგ ჩატარებულმა მატჩმა ნათლად დაანხა, რომ მადრიდის რეალს ესაჭიროება მუშაობა და კვლავ მუშაობა.


ისევე როგორც "ალ იტიჰადთან" და "ლიგა ქიტოსთან" გამართულ შეხვედრებში, მადრიდის რეალი ამჯერადაც სტანდარტული სიტუაციების დახმარებით დაზარალდა. მანუელ პელეგრინის შეგირდები ტოვებენ წინასასეზონო ამხანაგურ ტურნირს. მათ გაუშვეს ხუთი გოლი (!), რომლებიც გატანილ იქნა სტანდარტული სიტუაციებიდან თავური დარტყმებით. ჩილელმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ კომენტარში ხაზგასმით აღნიშნა ეს ფაქტი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ იუვენტუსის მიერ გატანილი ორი გოლიდან პირველი გაიტანა ფაბიო კანავარო, რომელმაც მადრიდის რეალში სამი წელი ითამაშა და ამ ხნის გნმავლობაში ერთი თუ ორი გოლი აქვს გატანილი. მადრიდის რეალმა წინასასეზონო შეხვედრებში პირველი მატჩი წააგო და შესაბამისად ვერ ითამაშებს ასტონ ვილას წინააღმდეგ ფინალში.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას ბლანკოსები გამართავენ კანადაში,რომლითაც დაიწყება ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში.

გოლები: კანავარო 3' , კრიშტიანო რონალდუ 40' , სალიხამიჯიჩი 49'

მადრიდის რეალი (4–4–2): დუდეკი–მიგელ ტორესი,პეპე,მეთსელდერი,დრენტე–გრანერო,ლასსი,გუტი (გაგო 79'),კრიშტიანო რონალდუ– რაულ (ნეგრედო 72'), ბენზემა (იგუაინი 72')

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი–გრიგერა,კელლინი,კანავარო (ლაგროტარე 46' ),სალიხამიჯიჩი– კამორანეზი, ფელიპე მელო (მარონე 72'), ჯიოვინკო (ძანეტი 61'), ტიაგო მენდეში– ამაური, დელ პიერო (იაკინტა 68')

მწვრთნელები: მანუელ პელეგრინი, ჩირო ფერერა

მსაჯი: სტეფან იაჰანესონი

გაფრთხილებები: მელო 13', გრანერო 25', დრენტე 34', სალიხამიჯიჩი 74', გრიგერა 89', ამაური 93'



წყარო: marca.com
dle 10.1

  • shvela
  • 2 აგვისტო 2009
  • 2217
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)