პერესი შეფილდის საპატიო წევრი გახდა

მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ინგლისური კლუბის შეფილდის დამფუძნებელთა საბჭოს საპატიო წევრი გახდა.


საფეხბურთო გუნდი შეფილდი 1857 წელს დაარსდა და ფიფას მიერ იგი მსოფლიუს ყველაზე მხცოვან კლუბად არის აღიარებული. ყველაზე ძველი დერბი კი შეფილდსა და ჰალამს შორის გაიმართა, რომელიც მსოფლიოს რიგით მეორე უხუცესი გუნდია, იგი 1860 წელს დაარსდა. შეფილდმა თავისი დაარსების 150-ე წლისთავი 2007 წელს აღნიშნა.

დამფუძნებელთა საბჭოს ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები ფიფას პრეზიდენტთან იოზეფ ბლატერთან, რათა ერთიანი ძალებით მოხდეს საქველმოქმედო აქციების ჩატარება. მათი ძირითადი ღირებულებებია: ერთიანობა, პატივისცემა და სოლიდარობა.

დამფუძნებელთა საბჭო მდებარეობს შეფილდში, ზეთისხილის ტყეში (ადგილის დასახელება), სადაც მიიღეს პირველი საფეხბურთო წესები და შეიქმნა პირველი ფეხბურთის ასოციაცია 1857 წ. ამ კლუბს დიდი წვლილი მიუძღვის ფეხბურთის ისტორიაში. ისინი იყვნენ პირველნი ბევრ რამეში. მაგ: მათ პირველებმა დაარტყეს საჯარიმო კარებში, გაიტანეს გოლი თავით, ჩააწოდეს კუთხური და აგრეთვე შეფილდი იყო პირველი გუნდი, რომელმაც ხელოვნური განათების ქვეშ ითამაშა. დამფუძნებლების ძირითადი მიზანია შეინარჩუნონ ის მემკვიდრეობა, რაც წინაპართაგან მიიღეს და ზეთისხილის ტყე საფეხბურთო სახლად აქციონ.

პერესს კი ინგლისელთა მიზნის მიღწევაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია. მითუმეტეს, რომ რეალის და შეფილდის დამფუძნებელთა მიზნები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.

ინფორმაციის წყრაო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 25 მარტი 2010
  • 1776
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)