დუდეკი Realmadrid.com-თან

მადრიდის "რეალის" სათადარიგო მეკარემ, ერჟი დუდეკმა დღეს თავის 37-ე დაბადების დღე აღნიშნა.


- როგორი იყო თქვენი წლევანდელი დაბადების დღე? ისიამოვნეთ?
მართლაც რომ ვისიამოვნე. როდესაც გასახდელში შევედი, თანაგუნდელებმა ჟრიამული ატეხეს და ტორტი მოიტანეს. ეს არასოდეს დამავიწყდება.

- 37 წლის ასაკში როგორ გამოიყურება თქვენი საფეხბურთო პერსპექტივა?
მეკარეები ღვინოს მაგონებენ. რაც უფრო ასაკოვანია, უფრო კარგია (იცინის). ამით მე თავს ვიმხნევებ. იმედია მომეცემა თამაშის შანსი. მე მუხლჩაუხრელად ვშრომობ, რათა ფორმაში ვიყო და თუ გუნდს დავჭირდები, მზად ვიქნები.

- რას ფიქრობთ კასილასსზე და ასწავლეთ თუ არა მას რამე?
იგი ყოველთვის მოტივირებულია. იგი ძალიან სწრაფია და საოცრად ეხმარება გუნდს. მე მას ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. იგი ყველაფერს ცივი გონებით აფასებს და სწორედ ეს არის იმის შედეგი, რომ იკერი დღესდღეისობით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა.

- გოლკიპერმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს ისეთი მცველებისგან, როგორებიც არიან, ალბიოლი, არბელოა, რამოსი, გარაი, მეტცელდერი და მარსელო...
შარშანდელთან შედარებით, დაცვაში უკეთ ვთამაშობთ. ამავდროულად ისიც დავამტკიცეთ, რომ გუნდს შეუძლია ყველაზე ბევრი გოლის გატანა და დაცვაში შეუდარებლად თამაში.

- ლა ლიგის ტიტულის დასაუფლებლად უნდა მოიგოთ "11 ფინალი"...
მართალია "ელ კლასიკო" 11 აპრილს გაიმართება, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ მის წინა, ან მომდევნო თამაშებზე.

- ხუთშაბათს "ხეტაფეს" შეხვდებით...
"ხეტაფე" უხერხული მეტოქეა. აქ თამაშობს ძალიან ბევრი "რეალის" აღზრდილი ფეხბურთელი, რომლებიც ძალიან მოტივირებულნი იქნებიან, რადგან თუ თავს გამოიჩენენ, მათი სამეფო კლიბში დაბრუნების შანსი გაიზრდება.

- ადრე თქვენ თქვით, რომ ბერნებეუ თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ახლაც ასეა?
სანტიაგო ბერნაბუმ მართლაც გამაოცა, როდესაც პირველად ვნახე. როცა გუნდი იმარჯვებს, ვერავინ წარმოიდგენს იმას, თუ რა ხდება აქ.

- "ატლეტიკოს", "ბარსელონას" და "ვალენსიას" საკუთარ კედლებში უმასპინძლებთ...
ჩვენ ამ სამი გუნდის დასამარცხებლად ფანებისგან ისეთი თანადგომა დაგვჭირდება, როგორიც ეს "სევილიასთან" მატჩში იყო. მე გულშემატკივრის უდიდესი იმედი მაქვს.

- თქვენი აზრით, როგორ ითამაშებს "ატლეტიკო" მადრიდულ დერბიში?
ისინი ყოველთვის შემტევ და გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ. ასევე "ატლეტიკო" გასვლაზე უფრო წარმატებულია, ვიდრე საკუთარ სტადიონზე.

- მათი თავდამსხმელები ყველაზე სახიფათოა...
მათი შეჩერება ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენ ამას მაინც მოვახერხებთ.

- ყველაზე მრისხანე შეხვედრა "ბარსელონას" წინააღმდეგ იქნება.
"ბარსელონა" წელს შესუსტებულია, "რეალი" კი პირიქით. ვფიქრობ გამარჯვებას ჩვენ მოვიპივებთ, თუმცა ბრძოლა უშეღავათო იქნება.

- გუნდი დარწმუნებულია ლა ლიგის მოგებაში?
ჩვენ ფანების გულისთვის უნდა გავიმარჯვოთ. ძალიან გვინდა სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ ვეწვიოთ "სიბელესს".

- თქვენი აზრით, ვინ არის "რეალის" წამყვანი ფეხბურთელი?
თითქმის ყველა. მე და ხაბი ალონსო წლების მანძილზე ერთად ვასპარეზობდით "ლივერპულის" რიგებში, ასე რომ მისი ხილვა სამეფო კლუბში ძალიან მესიამოვნა, იგი "რეალის" შემადგენლობის ერთ-ერთი უცვლელი ფიგურაა. კრიშტიანო რონალდო ძალიან სწრაფი და ძლიერი ფეხბურთელია, ასევე იგუაინი, რომელიც დიდებულ ბომბარდირად ჩამოყალიბდა. ასევე სერხიო რამოსი და ალბიოლი.

- მართლა ასე რთულია რონალდოს ჯარიმების მოგერიება?
ამ მხრივ მე და იკერი ბედნიერები ვართ, რომ იგი ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის (იცინის). რთულია რადგან ბურთი საოცარი ტრაექტორიით მოძრაობს. როდესაც იგი ჯარიმას ურტყამს, ბევრი მეკარე რეაგირებასაც ვერ ასწრებს, რადგან ბურთი ძალიან სწრაფად მიფრინავს.

- რისი ასრულება ჩაიფიქრეთ დაბადების დღეზე?
ძალიან მინდა ლა ლიგის მოგება. ეს როგორც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, ასევე ფანების სურვილია. სამწუხაროა, რომ დაბადების დღე 16 მაისს არ მაქვს. რადგან სიბელესსზე ლა ლიგის თასს ავიტანდით, რომელიც ჩემთვის პირველი ესპანური თასი იქნებოდა.


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • Junior
  • 24 მარტი 2010
  • 1838
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)