რაფაელ ვან დერ ვაარტი მიდის

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა დაადასტურა , რომ ის ამ ზაფხულს აუცილებლად დატოვებს მადრიდის რეალს


მას შემდეგ, რაც კლუბის სათავეში ფლორენტინო პერესი მოვიდა, რაფაელ ვან დერ ვაარტის კარიერის გაგრძელება ბლანკოსების შემადგენლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა. ერთ თვიანი სპეკულაციების შემდეგ , ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ნათლად განაცხადა, რომ ის არ აპირებს მადრიდში კიდევ ერთი სეზონით დარჩენას.

"მთავარმა მწვრთნელმა მე ნათლად მითხრა, რომ მომდევნო სეზონში მომიწევდა სათადარიგოთა სკამის გათბობა, ასე რომ ჩემთვის არანაირად არაა მიმზიდველი კლუბში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა."– განუცხადა ვან დერ ვაარტმა De Telegraaf–ს.

"მადრიდის რეალს სურს, რომ ამოიღოს ის თანხა, რაც მათ ჩემში გადაიხადეს ერთი წლის წინ. ამასთანავე მეც მესმის, რომ ბევრი კლუბი არ ჩქარობს წინადადების შეთავაზებას ბლანკოსებისთვის, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მადრიდის რეალი ფასს დაწევს."

"შეიძლება მე ისევ ჰამბურგს შევუერთდე, მაგრამ მარტო გერმანია როდია ჩემი ერთადერთი შესაძლო წასვლის სამიზნე. ჩემი მთავარი სამიზნე არის ის, რომ იმ კლუბში, სადაც გადავალ რეგულარულად მოვხვდე სასტარტო შემადგენლობაში. მე არ მინდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავკარგო საკუთარი ადგილი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში."

ამ დროისთვის ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერი დაკავშირებულია რამდენიმე დიდ კლუბთან, როგორებიც არიან: ლივერპული, ინტერი, ჰამბურგი და მილანი.


წყარო: goal.com
dle 10.1

  • shvela
  • 2 აგვისტო 2009
  • 1764
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)