მომდევნო "ფინალების" მოლოდინში

"ჩვენ თავს ის ევგრძნობდით, თითქოსდა ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფინალი ყოფილიყო, რომლის ხელიდან გაშვებაც და რომელშიც დამარცხება მიუღებელი იქნებოდა. ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქს. იმედია ბოლომდე ასე გავაგძელებთ." ამას თითოეული გუშინდელი შეხვედრის მონაწილე მადრიდისტი ეთანხმება


"მადრიდის რეალმა" გუშინ სანტიაგო ბერნაბეუზე ძალზედ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. თამაშის შემდეგ გულშემატკივართა უმრავლესობა, ისევე როგორც თავად ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან დამწუხრებულნი იყვნენ კლუბის მიერ პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაშით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის შედარებით უფრო სანახაობრივი გამოდგა. ესტებან გრანერომ განაცხადა, რომ "გულშემატკივრები აღებული სტარტის გაგრძელებას მოითხოვენ და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ შეცდომები დავუშვათ." გარაიმ დაამატა, რომ "ხალხს სურს ჩვენი მოგება იხილოს, ჩვენ კი მათი ამ სურვილის ასრულება გვევალება." ხოლო ბოლოს კი არგენტინელმა დაამატა: "თამაშმა სიამოვნება უნდა მიანიჭოს, როგორც გულშემატკივრებს, ასევე ჩვენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუშინ თეთრებმა ძალზე მნშვნელოვანი თამაში მოიგეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიში "სპორტინგმა" გახსნა. "ჩვენ დიდი საფრთხე დაგვემუქრა 0:1 ანგარიშის შემდეგ, მაგრამ ვიცოდით, რომ სახლში ვიყავით და ამიტომ სწრაფადვე შევძელით სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება. ნორმალურია, როცა ხალხი სანახაობას ითხოვს, როცა მათ უნდათ ნახონ, თუ როგორ იგებს მათი საყვარელი კლუბი. ჩვენ კი გვინდა, რომ მათ ეს სიამოვნება მივანიჭოთ. ხალხის რეაქცია სავსებით მისაღები და გასაგებია. ჩვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავიღოთ მათი სურვილების დასაკმაყოფილებლად"–განაცხადა გარაიმ თამაშის შემდეგ.

ბოლოს გრანერომ განაცხადა, რომ კლუბი ნყველაფერს იღონებს ამ აღებული სტარტის შესანარჩუნებლად: "ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გავწიეთ და უბრალოდ არ გვაქვს იმის უფლება, რომ სეზონის მიწურულისკენ ყველაფერი წყალში ჩავყაროთ, ვიმედოვნებთ, რომ ეს აკრეფილი სტარტი ბოლომდე გაგვყვება". ამასთანავე კანტერანომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რაცაა შესასცვლელი: "პირველი ნახევარი თითქოს გვეძინა, მაგრამ გოლის გატანის შემდეგ ბრწყინვალე რეაქცია გვქონდა."

გრანერომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ "ლა ლიგა ერთადერთი ჩემპიონატია, რომელშიც ამჟამად ვიღებთ მონაწილეობას და ამასთანავე ის ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ "მადრიდის რეალმა" ამ სეზონში კარგი ფორმა შეინარჩუნოს." ამაზე გარაიმ დაამატა, რომ: "ჩვენ სიამოვნება უნდა მივანიჭოთ ხალხს. იმედია შევძლებთ ამ ჩემპიონატის მოგებას."


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 21 მარტი 2010
  • 1770
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)