ზიდანი:„რონალდუს დასვენება სჭირდება, ის ლა ლიგაში კიდევ ითამაშებს“

ზიდანმა „სევილიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ანდალუსიური „სევილია“ უკვე ათწლეულებია ძალიან მაღალი დონის გუნდია და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ამ გუნდმა წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალამდე გააღწია, რაც პატარა საქმე ნამდვილად არ არის. სათავეში კაპაროსის დანიშვნა? ვფიქრობ, ხუაკინი ძალიან გამოცდილია.“

„ლა ლიგაში 3 მატჩი უნდა გავმართოთ. ჩემი აზრით, მეორე ადგილისთვის ბრძოლა შესაძლებელია, ამიტომ 9 ქულა უნდა მოვიპოვოთ.“

„ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ფეხბურთელების დასვენებას არ ვაპირებ, ისინი ეტაპობრივარ ჩაერთვებიან მატჩებში. კრიშტიანო რონალდუ „სევილიას“ წინააღმდეგ არ იასპარეზებს, მას დასვენება სჭირდება, მაგრამ პორტუგალიელის ფინალში მონაწილეობის რისკი არ არსებობს.“

„კრიშტიანოს ტრავმაზე სრულფასოვანი ინფორმაცია მაქვს, ამიტომ კომენტარის გაკეთება დარწმუნებით შემიძლია.“

„100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ისკოსა და კარვახალის დაბრუნებას წინ აღარაფერი უდგას. ალარკონი თითქმის მზად არის, დანი კი მაქსიმუმ ერთ კვირაში შეძლებს მოედანზე გასვლას.“

„„ლივერპულზე“ ახლა საუბარი ალბათ არ ღირს, ვინაიდან ისედაც ბევრჯერ მოგვიწევს შეხვედრა, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ინგლისელები იოლად არაფერს დათმობენ, მუჰამედ სალაჰი კი ეცდება საკუთარი შესაძლებლობები „რეალთანაც“ დაამტკიცოს.“ dle 10.1


1

9 მაი 2018 13:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიზუ მიდი ერთადერთი მნიშნველოვანი თამაში დაგრჩა და დაასრულე სეზონი ისე როგორც შეგვეფერება, ზაფხულზე კიდე დაიდება ტრანსფერები დიდი იმედი მაქვს და გაისად უფრო ძლიერ რეალს ვიხილავთ <3

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)