ზიდანი:„„ელ კლასიკოს“ წინ ინიესტას ვეტყვი, რომ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“

ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მზად ვართ, კარგად ვითამაშოთ და დიდი დატვირთვის მიუხედავად მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ. ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი დღისთვის.“

„მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ მიენიჭება, „რეალის“ ყველა ფეხბურთელი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. გუნდში რამდენიმე ტრავმირებული მყავს, ამიტომ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.“

„მე და სერხიო ერთად ვთამაშობდით კიდეც, ახლა კი ის გუნდის ლიდერი და კაპიტანია. მიხარია, რომ ესპანელის სახით უდიდესი მცველი გვყავს.“

„ანდრეს ინიესტა დიდებული ფეხბურთელია, ის „ბარსელონას“ ემშვიდობება. ხვალ აუცილებლად მივესალმები და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ. ინიესტას ვეტყვი, რომ ეპოქა შექმნა.“

„მსაჯებზე საუბარი ახლა არ შეიძლება. სეზონიდან სტარტიდან დაწყებული ამ წუთამდე არაერთგვაროვანი ინფორმაციები ისმის. აღარ მსურს ესპანეთის სუპერთასის გახსენება, ის დრო და რონალდუს წითელი ბარათი წარსულს ჩაბარდა.“

„რისკები? მე ვთვლი, რომ „ბარსელონასთან“ თავი არ უნდა დავზოგოთ.“

„100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ დერეფანი არ იქნება, რასაც თავისი მიზეზები აქვს. დერეფანი მილოცვაა? ჩვენ კატალონიელებს ოფიციალურად მივულოცეთ ჩემპიონობა.“

„რატომ არ გააკეთა „ბარსელონამ“ დერაფანი რამდენიმე თვის წინ? ამას მე ნუ მკითხავთ, კატალონიელებს ჰკითხეთ.“

„ვიდეო-რეფერი? როგორც ვიცი, მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში ეს სისტემა დანერგილი იქნება, შედეგებზე კი რამდენიმე თვის შემდეგ ვისაუბროთ.“

„წინ რამდენიმე მატჩია, მათ შორის ყველაზე დიდ მნიშბნელობას „ბარსელონასთან“ და „ლივერპულთან“ შეხვედრები შეიძენს.“

„„რეალის“ ფეხბურთელებს „ნოუ კამპზე“ განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ, ჩვენ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.“

„კეილორ ნავასი და ბენზემა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან. ნახევარფინალში ორივე მათგანმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.“ dle 10.1


1

5 მაი 2018 17:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მოგების იმედი დიდად არ მაქ, იმედია უტრამვოდ ითამაშებს გუნდი დანარჩენს არ აქ მნიშვნელობა...

2

5 მაი 2018 17:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ათამაშოს სება თეო კოვა ბეილი ჰაკიმი ლორენტე ვალიეხო მოკლედ თავი არ უნდა დაიტვირთონ წინ დიდი ფინალია საუკუნის ტრიპლეტი დაიდოს

3

5 მაი 2018 19:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Daiwyes barsas "qomagebma" imitom gamoyavs zidans gadaxalisebuli shemadgenloba rom rom waagebs magas daabraloso :D :D :D

4

5 მაი 2018 20:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Chame_da_chadi
Daiwyes barsas "qomagebma" imitom gamoyavs zidans gadaxalisebuli shemadgenloba rom rom waagebs magas daabraloso :D :D :D

ფორმაში არიან რაგინდა :D

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)