რამოსი:,,თუ ლიგას მოვიგებთ, საუკეთესო შედეგი გვექნება"

სერხიო რამოსმა „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ დიდ გამოცდილებას ვფლობთ და ვეცდებით, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპი დავძლიოთ და ფინალში გავიდეთ. ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით ვიასპარეზებთ.“

„თამაშზე ბევრ საუბარს სჯობს მოედანზე გავიდეთ და დავამტკიცოთ, რომ ფინალს ვიმსახურებთ.“

„ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ, ეს მართლაც ისტორიული მოვლენა იყო. ახლა საკმაოდ დიდი რეალობიწ წინაშე ვდგავართ. შანსი გვაქვს ზედიზედ მესამედ გავხდეთ ევროპის ჩემპიონები.“

„მიუხედავად იმისა, რომ გასვლითი შეხვედრა 1-2 მოვიგეთ, გაჩერებას არ ვგეგმავთ. 0:0-ზე თამაშს არ ვაპირებთ, „რეალი“ გოლების გატანას შეეცდება.“

„ყველაფერს ზიდანთან შეთანხმებით ვაკეთებთ. მარჯვენა ფლანგზე თამაში? წლების წინ კარგად გამომდიოდა ფრთაზე ასპარეზობა, მაგრამ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ცენტრისკენ გადავინაცვლე. თუ ზიზუ დამავალებას ფლანგზე ვითამაშებ, თუმცა ვთვლი, რომ დანიელ კარვახალს სხვა შემცვლელებიც ჰყავს.“

„დამატებითი მოტივაცია გვაქვს. ლა ლიგა და სამეფო თასი დავკარგეთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე დიდი წარმატებაა.“

„მსურს მივმართო გულშემატკივრებს და ვუთხრა, რომ მათ აქტიურობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ბერნაბეუზე დიდი მხარდაჭერა უნდა ვიგრძნოთ.“

„მარსელო საოცრად გამოცდილი ფეხბურთელია. ბრაზილიელს ყველაფერი მოგებული აქვს, რაც კი შეეძლო, რომ მოეგო, მაგრამ მოტივაცია კიდევ უფრო გაეზარდა.“

„ასენსიო მშვიდად ცხოვრობს, ბევრს მუშაობს და დიდ მომავალს იქმნის. ის „ბლანკოსის“ სამომავლო პროექტის უცვლელი წევრი იქნება.“

„ზიზუ ყოველთვის ფიქრობს და სიახლეები შემოაქვს გუნდში. ვამაყობ, რომ ფრანგის ეპოქაში მიწევს მუშაობა.“

„თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, „ბარსელონა“ საუკეთესო ესპანურ გუნდად დასახელდება, ვინაიდან ვალვერდეს გუნდმა 2 ტიტულის მოპოვება შეძლო, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგას კვლავ დავეუფლებით, კატალონიელებზე უკეთესი შედეგი გვექნება.“ dle 10.1


1

30 აპრილი 2018 15:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
უეჭველი ჩვენია მესამე ლიგა !ჰალა მადრიიიდ!თუიცით ვალიეხო და სებალოსი ასწრებენ გამოჯამრთელებას?კარვახალის მერე ეგ ორიც დაიმტვრა((

2

30 აპრილი 2018 16:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ra ver moigebt ar gadamriot tore madridshi velosipedit chamoval da dagxocavt

3

30 აპრილი 2018 19:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჰალა მადრიიიიდ!!!წიინ მესამე ლიგისკეეენ!მიდით ბიჭებო ფინალამდე ერთი თამაში გაშორებთ!!კარვახალთან დაკავშირებით ახალ ცნობებიაა,თქვენც ხოარგაგიგიათ რამე?ელმადრიდოდესპერადო როგორც წერს თურმე ბოლო სამი დღე კარვახალს ძმრიან ნასკებს აცმევენ და გაცილებით უკეთ გრძნობს თავსო!რაც შეეხება ისკოს დაზიანებას ზიდანმა ისაუბრა მასთან დაკავშირებით და თურმე მხარზე იოდის კლეტკები თავის ხელით გაუკეთებია და ამ ჟესტით ყველას დაანახა რაოდენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ისკო მთლიანად მადრიდისთვის და ესპანეთისთვის!!ვალიეხოს სკამზე ჯდომა გამოირიცხა თურმე ოთხშაბათს გამოცდები ქონია ჩასაბარებელი და მშობლებმა არ დართეს ნება სამშაბათს გვიანობამდე ფეზბურთი ეთამაშა,რაც შეეხება სებალოს მის შემთხვევაში იმედს არ კარგავენ..ერთი სიტყვით ყველაფერი მეორეთამაში გადაწყდება და გამოჩნდება,შედეგს არ ვგულისხმობ და იმას თუ ვინ გავა ფინალში მე ვგულისხმობ ვინ შეძლებს თამაშს მაგას!

4

1 მაი 2018 18:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
chaaao madrid chaaaoooo

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)