სალგადო: გუნდს იდეალურ კონდიციამდე ბევრი აკლია

მიჩელ სალგადომ Radio Espana Sport-თან საუბრისას განაცხადა, რომ მადრიდის რეალისთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერები უკვე განხორციელებულია და ეხლა მთავარია გუნდის დალაგება...


,,ჩვენ ინტენსიურად ვვარჯიშობთ, მაგრამ გუნდს იდეალურ კონდიციამდე კიდევ ბევრი აკლია, იუვენტუსთან თამაშმა დაგვანახა, რომ ჩვენ არ ვართ საუკეთესო ფორმაში, ამას დრო ჭირდება, ,,ბლანკოსში” ძალიან ბევრი ახალწვეულია და ადაპტაცია ასე მალე ვერ მოხერხდება, მანუელ პელეგრინი და მისი დამხმარე მწვრთნელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გუნდი რაც შეიძლება მალე ჩადგეს ფორმაში, ლა ლიგის დაწყების წინ რეალი უკვე შეთამაშებული გუნდი უნდა იყოს”.

,,კრიშტიანო რონალდო ძალიან ბევრს ვარჯიშობს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე მოერგოს გუნდს და მოუტანოს სარგებელი, ბენზემას რაც შეეხება მან ძალიან იოლად დაძლია რაღაც ბარიერები და უკეთესად მოერგო გუნდს, კარიმი ესპანურ ენასაც ნელ-ნელა ითვისებს რაც ძალიან კარგია, რაც შეეხება კაკას, ეს ფეხბურთელი ჯერჯერობით მხოლოდ ვარჯიშობს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კაკა იქნება გუნდის მთავარი ფიგურა და სწორედ ის შეძლებს რეალის თამაშის დალაგებას. რიკარდომ, რონალდომ და ბენზემამ უნდა შექმნან შესანიშნავი ტრიო, რომელიც ნებისმიერი გუნდის დამარცხებას შეძლებს”.

მიჩელმა დაცვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

,,დაცვა საერთოდ არ არის ფორმაში, რეალმა იყიდა რაულ ალბიოლი და ალვარო არბელოა, ამათ დაემატებათ სერხიო რამოსი , რომელიც სულ ახლახანს დაბრუნდა გუნდში და შეუდგა ვარჯიშს, ალბიოლი და არბელოაც სავარაუდოდ ტორონტოსთან მატჩში გამოჩნდებიან შემადგენლობაში, კარს დაუბრუნდება იკერ კასილასი რაც ძალიან მამშვიდებს, იგი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, მე მაოცებს მისი თამაში, იკერი ნამდვილი პროფესიონალია, მოკლედ ჯერჯერობით გუნდი მუდმივად ვარჯიშობს და ცდილობს ფორმაში ჩადგომას, სასურველი კონდიციისგან შორს ვართ მაგრამ სეზონის დაწყებამდე ეს პრობლემა მოგვარდება ” - განაცხადა ესპანელმა სალგადომ. dle 10.1

  • Hala
  • 1 აგვისტო 2009
  • 2888
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)