კაზემირო:„ძალიან მძიმე გაჭირვება გავიარე“

ბრაზილიელმა კაზემირომ სატელივიზო გადაცემაში ძალიან საინტერესო შეკითხვებს გასცა პასუხი...


„დილით 09:00 საათზე ვიღვიძებ, თუ გამონაკლისი შემთხვევა არ არის.“

„მაქვს საკუთარი რიტუალები და სპეციალური დიეტა, რომლითაც წონას ვინარჩუნებ. მე არ ვარ შეშლილი, მაგრამ კვებასთან დაკავშირებით სერიოზულ კრიტერიუმებს ვაწესებ.“

„სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს, ოჯახი ხომ უპირველესია.“

„ფეხბურთს ძალიან ხშირად ვუყურებ, ხშირ შემთხვევაში ამის გამო ჩემი მეუღლე ბრაზდება, მაგრამ რას ვიზამთ, მიყვარს სპორტი.“

„რონალდუს და მესის შედარება მუდმივი საკითხია. ორივე დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია, თუმცა კრისი მსოფლიოში საუკეთესოა.“

„1/4 ფინალის კენჭისყრას მოუთმენლად ველი. ყველა შემთხვევაში რთული მეტოქე გვეყოლება.“

კაზემირო:„ძალიან მძიმე გაჭირვება გავიარე“


„ამბობენ, რომ ჩვენ უკეთესად ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე შიდა ჩემპიონატის მატჩებში. ვფიქრობ, ყველა ტურნირზე თანაბრად ვიხარჯებით.“

„გუნდში საუკეთესო მეგობარი რა თქმა უნდა მარსელოა. ჩვენ ხშირად პორტუგალიურად ვსაუბრობთ.“

„ბრაზილიაში მყოფი მეგობრები ძალიან მენატრება, იქაურობასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ მადრიდს შესანიშნავად შევეგუე.“

„როდესაც ბავშვი ვიყავი მძიმე მატერიალური მდგომარეობა მქონდა. დედა და მამა ბევრს შრომობდნენ იმისათვის, რომ ჩემთვის და ჩემი და-ძმისთვის საკვები მოეპოვებინათ.“

„როდესაც ვარჯიში დავიწყე ფეხსაცმელების ყიდვის საშუალება არ მქონდა. ჩემს ოჯახს ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ ჩემი ეკიპირება შეეძინა.“

„როდესაც პირველი ხელფასი ავიღე 15 წლის ვიყავი, წავედი და დედას მივეცი, ეს იყო უდიდესი სიხარული.“

„ბრაზილიაში თამაშის დროს „რეალზე“ ოცნებასაც ვერ ვბედავდი, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა. ბედნიერი ადამიანი ვარ.“

„მადრიდი ძალიან მომწონს. არ არის გამორიცხული საცხოვრებლად აქ დავრჩე, თუმცა მხოლოდ ახლა ვფიქრობ ასე. შემდგომში შესაძლოა სამშობლოში დაბრუნებაზე ვიფიქრო.“

„შესანიშნავად ვიცნობ კასტილიას და იქაურ მოტივაციას. მადრიდელები ყოველთვის ცდილობენ მთავარ გუნდში მოხვედრას.“

„ვინიციურ ჟუნიორი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მას დიდი მომავალი აქვს.“

კაზემირო:„ძალიან მძიმე გაჭირვება გავიარე“


„ჩემი კარიერის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ჟოზე მოურინიომ.“

„როდესაც იჯარის წესით „რეალიდან“ მივდიოდი, „ინტერთან“ და „ევერტონთან“ ინტენსიური მოლაპარაკებები მქონდა, მაგრამ დამირეკა ჟულიენ ლოპოტეგიმ და ზუსტად 3 წუთში დამარწმუნა, რომ „პორტოს“ ღირსება უნდა დამეცვა.“

„მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერ მეტოქედ გერმანია მიმაჩნია, თუმცა მათ გარდა ძალიან ძლიერ კოლექტივებს წარმოადგენენ არგენტინელები, ფრანგები, ესპანელები, ბელგიელები და სხვები.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 მარტი 2018
  • 7010
  • 19

1

16 მარტი 2018 11:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაზეე შე ცხოველოოოო <3 შარშან ლიგის ფინალამდე პერესმა მოინახულა ბიჭები და ეკითხება ხო არ ნერვიულობთო და სანერვიული იუვენტუსს უფრო აქვს ბიჭებოო, ჩვენ ნახევარდაცვაში კაზე გვყავსო ჩვენი თილისმაო <3

2

16 მარტი 2018 11:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3486
ასეთი ვრცელი სტატიისთვის მადლობა ადმინს
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა


ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

3

16 მარტი 2018 12:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Zaan magaria kaze mara kante ragac sheudarebeli fenomenia mis poziciaze kante sauketesoa

4

16 მარტი 2018 12:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Chveni lomi

5

16 მარტი 2018 12:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: royal madrid
მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი !!!

ბუსკეცის და კანტეს შემდეგ :დ

6

16 მარტი 2018 12:36

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Benzema9
Zaan magaria kaze mara kante ragac sheudarebeli fenomenia mis poziciaze kante sauketesoa

ვერ დაგეთანხმები, კაზეზე ძლიერი ჩამშლელი არაა კანტე, ის უბრალოდ სწრაფია შედარებით და პოზიციურად ყველგანაა, თორე კაზე შეუდარებელია თავის საქმეში, ხისტია, ერთი-ერთზე თითქმის გაუვალია და ამასთან ერთად გოლებითაც გამოირჩევა, კარგი გასროლები აქვს შორიდან, რაც კანტეს აკლია.

7

16 მარტი 2018 12:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE THE KING
ბარსელონა მინდა სასტიკად, რევანშის წყურვილი მკვლავს, ლიგაზე რეალის განსკუთრებული იმედი მაქვს, შეჭამს. ძაან მინდა კლასიკო. ისე რეალს რომა ან სევილია რო შეხვდეს გამოვა ვიღაც კუტაკვერცხა და იიიი ლეალს გაუმალთლა ბიწო პელესმა ცააწკო ბიწო, არადა ბოლოს პსჟ, ბავარია, ატლეტიკო, და ასეთი რთული გუნდები შეხვდა რეალს

დაიკიდე მასეთები , ისემც ყოფილიყოს ეხლა რომა შეგვხვედროდეს და ნახევარფინალში სევილია :დ ბარსა მინდა ისეეე სასწაულად

8

16 მარტი 2018 12:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბიჭო ბარცამანიაზე რა სასტავი იჩითება,ეხა რა კომი წავიკითხე,დემბელე ფრანგი პელეაო wink

9

16 მარტი 2018 13:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაი კაცი ხარ კაზო :DDდ

10

16 მარტი 2018 13:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZIDANE THE KING
ციტატა: mirianiii
ბიჭო ბარცამანიაზე რა სასტავი იჩითება,ეხა რა კომი წავიკითხე,დემბელე ფრანგი პელეაო wink

😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂 ფრანგი პელე არა ნაპოლეონი😂😂😂 ერთი გაყეზა ჩელსისთან ჩობანმა და გააღმერთეს😂

სტატია დდდდ დემბელე ფერარი რომელსაც რეკონსტრუქცია უტარდებაო😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂

რას არ გაიგებ wink აუ ლიგის წილისყრა 3 ზე ხოა? ზოგან წერენ ორზეაო ოფიციალურად კი სამზე არი მითითებული

11

16 მარტი 2018 13:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმედია კლასიკო იქნება ამ უდღეური გუნდების არ მწამს რო რეალს გამოაგდებენ ისევ ჩვენ თუ ვიზავთ რამეს. და სიტის იმედიც მაქვს

იქნება ტელევიზორში პირდაპირი ტრანსლაცია?

12

16 მარტი 2018 13:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გუშინ მილანი დაჩაგრეს მსაჯებმა . პერესმა მოინდომა ასეე ჩააწყო მსაჯი მოისყიდა და მაგიტომ გავარდა მილანი .


პ.ს ზოგი იმდენად ჩვარია და მზეა რომ მართლა სჯერათ რომ პერესი აწყობს თამაშებს და ყიდულობს მსაჯებს და მხოლოდ რეალს ეხმარებიან მსაჯები .

13

16 მარტი 2018 13:33

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 158
  • |
  • კომენტარები: 485
ციტატა: ani-barca
ციტატა: royal madrid
მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი !!!

ბუსკეცის და კანტეს შემდეგ :დ

ადროვეთ ამ ბიჭს დაღვინდება კიდევ უფრო და ამის პოზიციის მოტამაშეები მერე უფრო იხნებიან.
-----------------------
14 LOADING...

14

16 მარტი 2018 13:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
wink ვაიმე ამას რა სახელი ქონია wink კარლოს ენრიკე ჟოზე ფრანსისკო
ვენანსიო კაზიმირო wink კიდე ვერმოიფიქრეს ვერაფერი?

15

16 მარტი 2018 13:58

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Kovacic
ციტატა: Benzema9
Zaan magaria kaze mara kante ragac sheudarebeli fenomenia mis poziciaze kante sauketesoa

ვერ დაგეთანხმები, კაზეზე ძლიერი ჩამშლელი არაა კანტე, ის უბრალოდ სწრაფია შედარებით და პოზიციურად ყველგანაა, თორე კაზე შეუდარებელია თავის საქმეში, ხისტია, ერთი-ერთზე თითქმის გაუვალია და ამასთან ერთად გოლებითაც გამოირჩევა, კარგი გასროლები აქვს შორიდან, რაც კანტეს აკლია.

Kante fexze tu migeweva ver moishoreb adamiani da gemovneba chemtvis kante yvelaze magaria ratqmaunda chamshlelebshi

ციტატა: LiZi ♠
wink ვაიმე ამას რა სახელი ქონია wink კარლოს ენრიკე ჟოზე ფრანსისკო
ვენანსიო კაზიმირო wink კიდე ვერმოიფიქრეს ვერაფერი?

Magas ar jobia mokled golo kante;-)

16

16 მარტი 2018 14:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ani-barca
ციტატა: royal madrid
მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი !!!

ბუსკეცის და კანტეს შემდეგ :დ

ციტატა: Benzema9
ციტატა: Kovacic
ციტატა: Benzema9
Zaan magaria kaze mara kante ragac sheudarebeli fenomenia mis poziciaze kante sauketesoa

ვერ დაგეთანხმები, კაზეზე ძლიერი ჩამშლელი არაა კანტე, ის უბრალოდ სწრაფია შედარებით და პოზიციურად ყველგანაა, თორე კაზე შეუდარებელია თავის საქმეში, ხისტია, ერთი-ერთზე თითქმის გაუვალია და ამასთან ერთად გოლებითაც გამოირჩევა, კარგი გასროლები აქვს შორიდან, რაც კანტეს აკლია.

Kante fexze tu migeweva ver moishoreb adamiani da gemovneba chemtvis kante yvelaze magaria ratqmaunda chamshlelebshi
nu gemovnebaze ratkmaunda ar daoben magram obiekturebi rom vikot kaze nomer pirvelia da zogadad realis naxevar dacvas badali ar kavs kante kargi bichia swrafia da kvelgan aris magram poziciurad ortabrdzolebshi chachrashi kaze saswaulia rac sheexeba buskets me busketsi jer kidev mashin momwonda barcas fanebi ro landzgavdnen magram busketis dro wavida vegararis is buskvercxi dzalian ukan tamashobs ukve da siswrafe da sixiste aklia magram busketsi dzalian sainedoa nu bolo wlebshi alonso dominirebda shemdeg sergio axla kazes droa kantes kova shechams ai naxavt eg bichi iseti gaizrdeba kante chrdili arikneba mateosi tan agnagobid gvanan ertmenats nu kovas ro driblingi da vurtis flobaak kante kiara marto messi jobia mag shobeldzagls presingis dro magaria dzaan
ციტატა: LiZi ♠
wink ვაიმე ამას რა სახელი ქონია wink კარლოს ენრიკე ჟოზე ფრანსისკო
ვენანსიო კაზიმირო wink კიდე ვერმოიფიქრეს ვერაფერი?

Magas ar jobia mokled golo kante;-)

17

16 მარტი 2018 14:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ველბეკს რა უქნია გუშინ ტიპი რა უნამუსოა. შემირცხვენია სუარესი ისეთი იკადრა

18

16 მარტი 2018 14:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Wtf man
ველბეკს რა უქნია გუშინ ტიპი რა უნამუსოა. შემირცხვენია სუარესი ისეთი იკადრა

გუნდის დასახმარებლად ეგეც კი საჭიროა ხანდახან :დ

19

16 მარტი 2018 15:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ani-barca
ციტატა: Wtf man
ველბეკს რა უქნია გუშინ ტიპი რა უნამუსოა. შემირცხვენია სუარესი ისეთი იკადრა

გუნდის დასახმარებლად ეგეც კი საჭიროა ხანდახან :დ

კარგი რა რა არის საჭირო მძულს ყველა ეგეთი ფეხბურთელი

აუ რა გაგვიმართლა ჩემი😂😂

ოპააა რა თამაში იქნება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)