ზიდანი:„„რეალი“ „პსჟ“-ს მადრიდშიც ჯობდა და პარიზშიც“

ზინედინ ზიდანმა „პსჟ“-ს დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ბედნიერი ვარ, რადგან ჩემმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა დაიმსახურა. „რეალი“ უკეთესი იყო როგორც მადრიდში, ასევე პარიზში.“

„არ ვფიქრობ, რომ „პსჟ“-მ ცუდად ითამაშა. ემერის გუნდის პირველ ტაიმში ძალიან აგრესიული იყო, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, რაც მარკო ვერატის გაძევებამ გამოიწვია. მას შემდეგ, რაც იტალიელმა მოედანი დატოვა, ფრანგულ კლუბს პრობლემები შეექმნა და ჩვენ მეორე გოლიც გავიტანეთ.“

„მატჩის დაწყებამდე გეგმა შევიმუშავე, რომელშიც მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი დიდ როლს ითამაშებდნენ. ესპანურმა დუეტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ისინი ბრწყინვალედ გამოვიდნენ მოედანზე.“

„ჩემმა ფეხბურთელებმა იცოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ იმისათვის, რომ გამარჯვება მიღწეული ყოფილიყო.“

„ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი 100%-ით მზად იყვნენ, სხვა შემთხვევაში მათ განაცხადშიც კი არ შევიყვანდი. რატომ არ იყვნენ სასტარტოში? იმიტომ, რომ გეგმა სხვა იყო. ტონიმ მეორე ტაიმში სათამაშო წუთები მიიღო, ლუკას კი დასვენების საშუალება მივეცი, ვინაიდან მისი საჭიროება აღარ არსებობდა. მეორე ნახევარში ყველაფერი „ბლანკოსის“ კარნახით მიმდინარეობდა, ამიტომ მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს მუშაობის საშუალება მივეცი.“

„მატჩის შემდეგ ემერი მოვიდა და მითხრა, რომ ბრწყინვალე გუნდი მყავს. უნაიმ წარმატება მომილოცა, სხვა საუბარი არ ყოფილა.“

„გარეთ ბეილი სასტარტოში არ იყო, თუმცა მან კარგად იცის, თუ როგორ მჭირდება და რამხელა პატივს ვცემ.“

„თერთმეტ ფეხბურთელს ვირჩევ, გუნდში კი გაცილებით მეტი ვარსკვლავი მყავს.“

„ახლა ლა ლიგაზე გადავერთვებით. შიდა სარბიელზე პრობლემები გვქონდა, თუმცა ბევრი რამ გამოვასწორეთ.“

„სულ რაღაც 3 დღე გვაქვს იმისთვის, რომ „იპურუაზე“ ვიზიტისთვის მოვემზადოთ. „ეიბარი“ ლა ლიგაში საკმაოდ კარგი გუნდია.“ dle 10.1

  • Datuna
  • 7 მარტი 2018
  • 8275
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)