ბუტრაგენიო:„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ზიზუს ჭკუა დავარიგოთ“

ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ „ხეტაფესთნ“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა...


„კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, რომელიც გულშემატკივარმა „ხეტაფესთან“ იხილა. ახლა ლა ლიგაში პაუზას ვიღებთ და სრულ ყურადღებას პარიზში გასამართ მატჩზე გადავიტანთ.“

„„პსჟ“ შესანიშნავი გუნდია. დარწმუნებული ვარ, უნაი ემერის გუნდი ბევრს იბრძოლებს და ეცდება, რომ პირველივე წუთებიდან აიღოს ჩვენი კლუბის კარი.“

„კრიშტიანო რონალდუ ფენომენალური ნიჭის მქონე ადამიანია. პორტუგალიელი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია.“

„მარსელოზე მრავალმხრივი ფეხბურთელის ნახვა მსოფლიოშიც კი ძალიან რთულია. ბრაზილიელი შემოსვლისთანავე გააქტიურდა და „რეალის“ შეტევებს მეტი სიმწვავე შესძინა. ვიცე-კაპიტანი გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“

„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ზიზუს ჭკუა დავარიგოთ და დირექტივები მივცეთ. ითამაშებს თუ არა BBC „პსჟ“-სთან ჩვენი გადასაწყვეტი არ არის.“

„ნეიმარის არყოფნა არამხოლოდ „პსჟ“-სთვის, არამედ სრულიად ფეხბურთისთვის არის ცუდი. ბრაზილიელ ფეხბურთელს დროულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, ის უდიდესი ტალანტის მატარებელია.“ dle 10.1

  • Datuna
  • 4 მარტი 2018
  • 2087
  • 2

1

4 მარტი 2018 13:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Shen ar ikavi leganestan tamashis mere ro miasxi zizus da benzis? ??

2

4 მარტი 2018 13:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ცუდია რომ ნეიმარი არ იქნება რათქმაუნა უფრო სახაორბივი იქნებოდა თამაში.. მაგრამ პსჟს დიმარიას სახით უფრო გუნდური მოთამაშე ყავს და ყოველიმხრივ დაძაბული თამაში იქნება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)