"რეალ მადრიდი" – "რეალ ვალიადოლიდი" (პრევიუ)

დღეს საღამოს, "ხოსე სორილას" სახელობის სტადიონზე ძალიან საინტერესო მატჩი შედგება, ერთმანეთს ადგილობვრივი "ვალიადოლიდი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან. ამ ორ კლუბს შორის გაჩაღებული 'კორიდა' ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბი თავის ამჯამინდელ მეტოქეზე ერთი–ორად ძლიერია, მადრიდელებს ვალიადოლიდში თამაში ყოველთვის ძალიან უჭირთ. "თეთრებმა" – "სორილაზე" ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლო ერთში მოახერხეს წარმატების მიღწევა, დანარჩენი ოთხი კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.


შეხვედრა: "რეალ ვალიადოლიდი" – "რეალ მადრიდი".

ადგილმდებარეობა: "ესტადიო ხოსე სორილა".

დრო: 2010 წლის 14 მარტი, 00:00 წუთი.

სატელევიზიო მაუწყებლობა
: ტელეკომპანია "მზე".

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე არადამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ მადრიდის "რეალი" – "ხოსე სორილას" სახელობის არენაზე საბრძოლო განწყობითა და უდიდესი მოტოვაციით ითამაშებს. ხასიათ გაფუჭებული მადრიდელები "ვალიადოლიდის" განადგურებას ლამობენ, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენად გამოუვათ პელეგრინის შეგირდებს ამას დღეს საღამოს ვიხილავთ.


მცირე სტატისტიკა (რეალ ვალიადოლიდი)


"რეალ მადრიდი" – "რეალ ვალიადოლიდი" (პრევიუ) "რეალ მადრიდი" – "რეალ ვალიადოლიდი" (პრევიუ)


შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბი პრიმერა–დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერია, მადრიდელები თავის უშუალო კონკურენტს, კატალონიის "ბარსელონას" ბურთების შეფარდებით ასწრებენ და ჩემპიონობის სადავეები ხელთ უპყრიათ.


მცირე სტატისტიკა (მადრიდის რეალი)


"რეალ მადრიდი" – "რეალ ვალიადოლიდი" (პრევიუ) "რეალ მადრიდი" – "რეალ ვალიადოლიდი" (პრევიუ)

"ვალიადოლიდი" მადრიდულ გრანდს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. მიუხედავად მეტოქის მრისხანე ხასიათისა მასპინძლები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გუნდი, თვით მადრიდის "რეალის" დასამარცხებლადაც ყველაფერს გაიღებს... ასე, რომ "თეთრებს" – "ხოსე სორილაზე" ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელით.

სავარაუდო შემადგენლობები:

"რეალ მადრიდი" – "რეალ ვალიადოლიდი" (პრევიუ) "რეალ მადრიდი" – "რეალ ვალიადოლიდი" (პრევიუ)

ვალიადოლიდის განაცხადი


ჟულიო ვილარი, ფაბრიციო, მარკოსი, ბარახა, სეზარ არზო, ასიელ დელ ორნო, არისი, პედრო ლოპესი, პელე, ლასარო, კანობიო, კოსტა, კეკო, მარკიტოსი, ბუენო, ბორხა, ნივალდო და ნაუზეტ ალემანი.

მადრიდის რეალის განაცხადი

კასილასი, დუდეკი, რამოსი, ალბიოლი, გარაი, არბელოა, მეტსელდერი, მარსელო, დიარა, გაგო, ლასი, ხაბი ალონსო, გრანერო. გუტი, ვან დერ ვაარტი, რონალდო, რაული და გონსალო იგუაინი.


ავტორი: Kevlisha dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)