კაპელო: რეალს გუნდური სულისკვეთება არ გააჩნია

სამეფო კლუბის ყოფილამ იტალიელმა დამრიგებელმა, ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მადრიდის რეალში თავი იდეალურმა კოლექტივმა მოიყარა, მაგრამ გუნდს არ გააჩნია გუნდური სულისკვეთება და ყველაფერს სწორედ ეს პრობლემა იწვევს...


"მართლაც არ მეგონა, რომ "ბლანკოსი" ვერ მოახერხებდა ლიონის ბარიერის გადალახვას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. კიდევ ერთხელ კარგად დადასტურდა, რომ ისეთი დონის ტურნირზე როგორც ლიგაა, მხოლოდ ფული ვერ წყვეტს საქმეს, მთავარი არის გუნდური სულისკვეთება, რომელიც ამ დროისთვის სამეფო კლუბს არ გააჩნია".

"როდესაც რეალს მე ვწვრთნიდი, კლუბში ბევრი პრობლემა არსებობდა. რამდენიმე წელი იყო გასული და გუნდი ვერ ახერხებდა ტიტულის მოპოვებას. როდესაც მე მივედი "ბლანკოსში" ჩვენ ურთულესი სეზონის ჩატარება მოგვიხდა, მაგრამ ბევრჯერ გამომჟღავნებულა გუნდური სულისკვეთება, მაშინ დედაქალაქური კლუბი მართლაც ერთ მუშტად შეკრული იყო და თითოეულ მატჩში ბოლომდე იხარჯებოდა გამარჯვებისთვის. ჩვენ ზუსტად იმ წელს პრიმერა დივიზიონის მოგება მოვახერხეთ".

"ვფიქრობ, სანამ ფეხბურთელები ინდივიდუალურ შედეგებზე იფიქრებენ, რეალი კოლექტივად ვერ ჩამოყალიბდება. მხოლოდ ფული საქმეს ვერ უშველის, მთავარი როგორც ზემოთ ვახსენე გუნდური სულისკვეთებაა".

"თეთრები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ, არადა ისინი უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. ჩემი აზრით წლევანდელი გათამაშების უდავო ფავორიტები მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ჩელსი არიან, დარწმუნებული ვარ საუკეთესო ინგლისური გუნდი გახდება". dle 10.1

  • Hala
  • 14 მარტი 2010
  • 1960
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)