რონალდო:"ყველა თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო აცხადებს, რომ გონსალო იგუაინთან არანაირი კონფლიქტი არ მოსვლია და ყველაფერი ძველებურად მიმდინარეობს. ამასთანავე პორტუგალიელმა დაამატა, რომ ყველა თანაგუნდელთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.


რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს იგუაინსა და რონალდოს შორის განხეთქილება მოხდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუე გამოდგა. ინციდენტი, რომელზეც მთელი საფეხბურთო სამყარო ალაპარაკდა "ლიონთან" შეხვედრაში შეიქმნა, მატჩის მსვლელობისას პიპიტამ ერთ მომენტში თამაში თავის თავზე აიღო და უკეთეს პოზიციაზე მყოფ კრიშტიანოს გადაცემა არ გაუკეთა, პორტუგალიელის განაწყენება სწორედ ამ ეპიზოდმა გამოიწვია.

გუშინ საღამოს, რონალდო As-ის ჟურნალისტებს შეხვდა და მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

"გონსალოსთან არანაირი შელაპარაკება არ მომსვლია, გარწმუნებთ ყველა თანაგუნდელთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს." – აცხადებს პორტუგალიელი.

იგუაინსა და რონალდოს შორის მეგობრობას ისიც ადასტურებს, რომ დღევანდელ ვარჯიშზე ორივე ფეხბურთელმა გვერდი–გვერდ იმუშავა. ალბათ შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევდით, რომ პიპიტა და კრიშტიანო ერთმანეთს კარგად უგებენ, ხოლო მომხდარი გაუგებრობა წარსულში დარჩა.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (86)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)