ვარანი:„წინ გველის ორი უზარმაზარი გუნდის ორთაბრძოლა“

რაფაელ ვარანმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...


„გულშემატკირები „რეალის“ ფეხბურთელებით ძალიან ამაყობენ, ამიტო ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ. პირველი შეხვედრა ბერნაბეუზე გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს.“

„საკმარისი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, როგორ ვითამაშოთ ევროსარბიელზე. ფრანგი ვარ და ფრანგული გუნდის წინააღმდეგ მიწევს თამაში, რაც ამაღელვებელია. დარწმუნებული ვარ, ორივე თამაში მომაჯადოვებელი იქნება. ერთმანეთს ორი უზარმაზარი პოტენციალის მქონე გუნდი შეხვდება.“

„„პსჟ“-ს ერთიანობის ხარჯზე დავამარცხებთ. უნაი ემერის შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა.“

„პირველი შეხვედრა ბერნაბეუზე იმართება. გულშემატკივრებისგან დამატებით მუხტს და მოტივაციას მივიღებთ. ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტორი ბევრ რამეს გადაწყვეტს და გამარჯვება დაგვრჩება, თუმცა ყველაფერს მეორე შეხვედრა გადაწყვეს, ამაში დარწმუნებული ვარ. ისტორიულად არაერთი შეხვედრა გამართულა, სადაც გუნდს საშინაო არენაზე არასასურველი შედეგი დაუფიქსირებია, მაგრამ გასვლით შეხვედრაში ყველაფერი სხვაგავარად წარმართულა.“

„კარიერაში საუკეთესო მოგონება „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ის მომენტები არასდროს დამავიწყდება.“

„მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვარ, უდიდესი გამოცდილება მივიღე და გუნდში ფეხი მოვიკიდე. მადრიდულ კოლექტივში ყველას ვუყვარვარ და დიდ პატივისცემას ვგრძნობ. 2018 წელი დადგა, მე კი სამეფო კლუბში 6 წელიწადზე მეტია გამოვდივარ, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და სიამაყე.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 12 თებერვალი 2018
  • 1720
  • 6

1

12 თებერვალი 2018 20:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შენ გამოფხიზლდი თორე ბენზემასთანბერთად შენც გაგინებთ 😂😂

2

12 თებერვალი 2018 20:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1434
დაცვას მიხედე რაფა დაცვას ძაან ბევრ პოზიციურ შეცდომას უშვებ angry

3

13 თებერვალი 2018 00:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნეიმარი შენზეა ბრატ 😉😉😉

4

13 თებერვალი 2018 00:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ერთი უზარმაზარი გუნდის და ერთი ფულით აწყობილი ვაი გრანდის

5

13 თებერვალი 2018 01:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვაარანმა უნდა აიღოს ლიდერის ფუნქცია დაცვაში,აბა ეს რამოსი პრახადნოი ძვერივით გაიჩითა, ტიპი მირბის წინ და სანამ უკან დაბრუნდება უკვე გოლია :დ

6

13 თებერვალი 2018 11:02

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მე ესე ვიტყოდი წინ გველის გრანდის და მინდა ვიყო გრანდის ორთაბრძოლა :))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)