რაულ ალბიოლის პრეს-კონფერენცია

მადრიდის "რეალის" მცველმა, რაულ ალბიოლმა, პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მისი გუნდი ფოკუსირებას მხოლოდ ლა ლიგაზე მოახდენს.


"გასული ოთხშაბათი უმძიმესი იყო. ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ღამე არ მეძინა, მაგრამ გათენდა შემდეგი დღე და სამუშაო გავაგრძელე, რადგან წინ ლა ლიგაა და სწორედ ამ ტურნირის მოგებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. მთელი გუნდი შეუსვენებლად ვმუშაობთ, რათა "ვალიადოლიდს" მოვუგოთ".

"პირველ ტაიმში, საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვეთ და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მოწინააღმდეგეს ბურთი მივეცით, ეს კი მათ შესანიშნავად გამოიყენეს და გოლიც გაგვიტანეს. შეტევაში ისინი გაცილებით უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე ჩვენ, რაც განპირობებულია იმით, რომ მადრიდელი თავდამსხმელები თამაშს თავის თავზე იღებდნენ და არ თამაშობდნენ კოლექტიურად. ამ მატჩმა დაამტკიცა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და არა ინდივიდუალური".

"გამოვარდნის შემდეგ, რა თქმა უნდა დამწუხრებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ სანტიაგო ბერნაბეუს ფინალში გვინდოდა თამაში, მაგრამ ახლა პრიმერაზე გადავერთვებით. ამ ტურნირის მოსაგებად აგვისტოდან ვიბრძვით და შედეგს უნდა მივაღწიოთ".

"მატჩი "ვალიადოლიდთან" ძალიან მძიმე იქნება, რადგან მათ უფლება არ აქვთ ქულების კარგვისა. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ეს ტიტული მაინც უნდა მოვიგოთ. ხალხო, პროექტი მხოლოდ ახლა იწყება, პირველი წელი ყოველთვის ძნელია. მომავალ სეზონში უფრო შევთამაშდებით და დავუბრუნებთ მადრიდს დიდებას".

"ვიცით, რომ ფანები ჩვენზე გაბრაზებულები არიან, მაგრამ დარჩენილ 13 მატჩში, შევეცდებით იმდენი ვქნათ, რომ ცოტათი მაინც გავუქროთ ბრაზი ინჩასებს".


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (86)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)