გახდება კაკა პელეგრინის მორიგი მსხვერპლი?

მოგეხსენებათ "ლიონის" წინააღმდეგ მატჩში, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ მოედნიდან ბრაზილიელი კაკა გაიყვანა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის ნაცვლად კი ვეტერანი ესპანელი რაულ გონსალეს ბლანკო შემოიყვანა, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა.


ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ კაკა სამართლიანად შეეკამათა ჩილელ სპეციალისტს, რადგან გუნდს კიდევ ორი ბურთის გატანა სჭირდებოდა. პელეგრინს კი არ მოსწონს, როდესაც ფეხბურთელები მის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ბევრ თქვენთაგანს კარგად ემახსოვრება ინციდენტი, რომელიც გუტის ეხებოდა. მადრიდელთა 14 ნომერსაც თითქმის ასეთ ვითარებაში მოუწია სტადიონსი დატოვება, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია, ემოციები ვერ შეიკავა და მწვრთნელს დაუყვირა. ამის შედეგად იგი ძალიან დიდი ხნის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

კიდევ ერთი შემთხვევა, მანუელსა და ფეხბურთელს შორის წარსულში მოხდა, როდესაც პელეგრინი "ვილიარეალის" მწვრთნელი იყო. გუნდისთვის ძალიან ცუდ მომენტში შეცვალა ყვითლების კაპიტანი რიკელმე. რა თქმა უნდა არგენტინელმა ვერ მოითმინა ეს და გუნდის თავკაცს შეეკამათა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ რიკელმე დღემდე იჯარით იმყოფება არგენტინულ კლუბში.

ინფორმაციის წყარო: As.Com
dle 10.1

  • Junior
  • 12 მარტი 2010
  • 2487
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)