ალფრედო რელანოს აზრი

ყველასათვის ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა, ალფრედო რელანომ, საკუთარი აზრი გამოთქვა მადრიდის "რეალზე"...


"სიმართლე, რომ გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი მადრიდელთა დამარცხებას. ისინი 6 წელია ვერ გადიან 1/4 ფინალში, მაგრამ ამ გუნდით, მათ ეს უნდა გაეკეთებინათ. სამეფო კლუბის შედარება ესპანეთის ნაკრებთან არის შესაძლებელი, რადგან ისინიც სწორედ ამგვარად ასპარეზობდნენ, მაგრამ დადგა ჟამი, კერძოდ 2008 წელი და ფურია როხა ევროპის ჩემპიონი გახდა. ასეთი პარალელი იმიტომ გავაკეთე, რომ მინდა გითხრათ, მადრიდის "რეალის" სულ მალე დაიპყრობს მსოფლიოს".

"ფლორენტინო პერესმა ძალიან დიდი თანხა დახარჯა ამ ბარიერის გადალახსვისთვის, მაგრამ "ბლანკოსი" აგრძელებს წარუმატებელ გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე. მათ გავარდნა დაიმსახურეს იმის გამო, რომ 2 საშინელი მატჩი ჩაატარეს".

"იმ დღეს, მეგონა სხვანაირად წარიმართედობა მოვლენები. პირველ ტაიმში "თეთრებს" ურიგოდ არ უთამაშიათ, მაგრამ მე ვამჩნევდი, რომ ყველაფერი კარგად არ იყო. კრიშტიანომ თავისი შანსი გამოიყენა და ანგარიში გახსნა, რაც იგუაინმა ვერ გააკეთა. მე ვერ ვხედავ მასში სუპერ მეგოლეს, მე მასში ვხედავ სწორი პოზიციის ამრჩევს. მისი საშუალებით "რეალი" უამრავ მომენტს ჰქმნის, მაგრამ პიპიტას ყოველთვის ცოტა აკლია გოლის გატანამდე. ახლა კი გადავალ მეორე ტაიმზე. აქ შეიძლება ითქვას, რომ "ლიონმა" დაჯაბნა მადრიდი. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და თამაში მათი კარნახით მიდიოდა, სწორედ ამან განაპირობა ის გოლი, რომელიც მათ 75-ე წუთზე შეაგდეს. ამის შემდეგ "რეალი" დაიბნა და მან ვეღარ შეძლო თამაშის დალაგება, როგორც "სევილიასთან"".

"და აი ასე დასრულდა ყველაფერი. რონალდო, ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ მასაც არაფერი გამოსდიოდა. კაკაზე კი შეიძლება ითქვას ის, რომ რიკი საერთოდ ვერ აჩვენებს იმ დონის ფეხბურთს, როგორსაც ფანები ელიან. ეს დამარცხება კი უფრო მტკინეული იყო, ვიდრე "ალკორკონთან" განცდილი ფიასკო. გუნდს ლა ლიგა დარჩა და ეს ტურნირი თუ მოიგო, ვთვლი, რომ ეს სეზონი მაინც წარუმატებელი იქნება გუნდისთვის"- დაასრულა რელანომ.



ინფორმაციის წყარო:As.com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)