შემდეგი გაჩერება - "ვალიადოლიდი"

მადრიდის "რეალის" შემდეგი გაჩერება - "ვალიადოლიდია". მწარე მარცხის შემდეგ, იმედია "ბლანკოსი" მალე მოეგება გონს და პრიმერაში მაინც გაგვახარებენ.


"ვალიადოლიდმა" წელს პრიმერაში, მხოლოდ 3 მატჩი მოიგო, მაგრამ სახლში ისინი ურიგოდ არ გამოიყურებიან. რამოდენიმე კვირის წინ გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდა-ონესიმო. მან ჩაანაცვლა მენდილიბარი, რომელიც კლუბის დირექციამ მოხსნა პოსტიდან. გუნდს ყოველ თამაშში გააქვს გოლი და აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი კონტრ-იერიშებზეც კარგად გამოიყურებიან. მანუჩო და დიეგო კოსტა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელები არიან მათ რიგებში.

ისინი მუდამ პრესინგზე თამაშობენ. მათ შეტევებს კი სესმა და კიკო იწყებენ. მადრიდელთა ყოფილი ფეხბურთელი-ბუენო, კი "ვალიადოლიდის" გული და სულია. ონესიმომ კარგად იცის, რომ გუნდმა რაც შეიძლება მეტი გამარჯვება უნდა მოიპოვოს, რათა დარჩეს ლა ლიგაში. მოწინააღმდგეებს შეიძლება დაუბრუნდეთ სისი, რომელიც აქამდე ტრავმირებული გახლდათ. იმედია "თეთრები" მალე დაივიწყებენ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ ფიასკოს და მომავალ მეტოქეს სწორად შეაფასებენ.

"ვალიადოლიდის" სათამაშო სქემებია: 4-4-2 და 4-5-1. ბოლო თამაშებში ბორხადა პელე ნახევარდაცვაში ირჯებოდნენ. ლაზარო კი მათ უკნიდან ეხმრებოდა. დაცვის ხაზი უფრო იმედისმომცემი გახდა, მას შემდეგ,რაც ხუსტო ვილარი იცავს "ვალიადოლიდის" კარს.

პედრო ლეონის, გოიტომის და სერხიო ასენხოს წასვლებმა, გუნდი მნიშვნელოვნად შეასუსტა. ამას კიდევ დავუმატოთ გუნდის სიმბოლოების არყოფნა (ვიქტორი და გარსია კალვო). იმედია მადრიდული კლუბი გასვლით მატჩს მოიგებს და მისი ფსიქოლოგია ბოლომდე აღსდგება.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)