რაც გინახავს ვეღარ ნახავ

მოკლედ, არ ვიცი რამდენია ამნ სტატიის მკითველში ისეთი, რომელიც მიახლოებით მაინც ვერ ხვდება რაზე იქნება ამ სტატიაში საუბარი , მაგრამ მაგრად არ მაინტერესებს და ამიტომ იმედია თუ ასეთები ხართ , სტატიის წაკითხვისას მაინც მიხვდებით თუ რას ეხება დღევანდელი ჩემი სტატია...


ეხლა ამ სტატიის წამკითხველს შეიძლება მე სხვა ცუცურაკი და შეუკავლებლობა რო ჭირთ იმ კლუბის ფანი ვეგონო, მაგრამ , როგორც ერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი პიროვნება იტყვის ხოლმე, „ნურას უკაცრავად“... მინდა სანამ რამის დაწერას დავიწყებდე ვთქვა, ხმამაღლა , ამაყად და ყველას გასაგონად:


„მე მადრიდის რეალის“ ფანი ვარ , მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი, სახელოვანი, პატივსაცემი და სხვა თუ არაფერი მე–20 საუკუნის კლუბად წოდებული კლუბის... ასე რომ , „მადრიდის რეალის“ 1/8 ფინალიდან გამოვარდნის შედეგად თქვენი სიხარულით ვნებააშლილი გრძნობები შეგიძლიათ თქვენთვის შეინახოთ, ნუ ასევე შეგიძლიათ აქაც აფრქვიოთ თქვენი ფსევდო ფილოსოფიური და -n ხარისხიანი ბრძნობით აღსავსე აზრები...“

რაც გინახავს ვეღარ ნახავ


არ ვიცი, ჩემს წინათ დაწერილ სტატიას (სათაურით „მაინც როდემდე? მაინც სადამდე?") და დღევანდელ სტატიას შორის რა განხვავება იქნება , მაგრამ მე მაინც დავწერ და თუ რამე განსხვავება იპოვოთ ღმერთმა შეგარგოთ... ფაქტია, რომ მაშინაც და დღესაც ამ სტატიას ცუდ ხასიათზე და ძალიან ნერვებმოშლილი ვწერ... რა უნდა დავწერო აქ ისეთი , რაც იმ სტატიაში არ მითქვამს? არ ვიცი... თუმცა მოიცა, გამახსენდა... როგორ არა ? აი თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ „მადრიდის რეალმა“ წინა თამაშისგან განსხვავებით, სადაც პირველი და მეორე ტაიმი თანაბარზომიერად ჩააგდო, გუშინ პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა (ესეც საკითახვია რამდენად კარგად)...გარდა ამისა, რონალდუმაც ხომ გაიტანა პირველი გოლი? აქ ხომ პირველ ტაიმს ვიგებდით? ლიონში კიდე ფრე იყო... აი, ხომ ხედავთ რამხელა რამის გამოტოვება მიწევდა ჩემი დაუდევრობის გამო...


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


სასაცილოა არა?... ბევრ თქვენგანს ალბათ გაახსენდება გამოთქმა: „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“... აბა რა გითხრათ?... რამდენჯერ უნდა ვიმეორე ერთი და იგივე? მოსაბეზრებელი უკვე და მეტი არაფერი... რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ თანამედროვე ფებხურთში მონდომება და ე.წ. „ჟილკა“ (ბოდიშს გიხდით ჟარგონისთვის) განსაზღვრავს ბევრ რამეს... თქვენ იტყვით, რომ გუშინ „რეალი“ მონდომებული იყო.. კი ბატონო, ასეც იყო, მაგრამ ეს მხოლოდ პირველ ნახევარში, აი რაც შეეხება მეორე ნახევარს, აქ საქმე სულ სხვაგვარად იყო... მინდა აღვნიშნო, რომ არც პირველი ნახევარი იყო ძალიან დრამატული და არც პირველ ნახევარში იწუხებდნენ თავს ასე მონდომებით „მადრიდის რეალის“ ფეხბურთელები...


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


მეორე ნახევარში თითქოს ყველაფერი დასრულდა... არაა კარგი იმაზე საუბარი, რომ მე–2 ტაიმის დაწყებისას დაკვირვებული თვალი ადვილად მიხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ამ თამაშში სენსაცია აუცილებლად დაფიქსირდებოდა... სამწუხაროა, მაგრამ ასეა თუ ისე ფაქტია, რომ „რეალი“ განაგრძობს 1/8 ფინალის წყევლის მიყოლას , თითქოს არაფრის დიდებით არ სურს, რომ ამ წყევლას თავი დააღწიოს... თითქოს, არ სურს, რომ ძველი დიდება (ეს ის სიტყვებია, რომელიც ჩვენი კლუბის ხელმძღანელების, ფეხბურთელების და კომპეტენტური პირების წყალობით ამ წლების განმავლობაში ლიტონ და შაბლონურ სიტყვებად იქცა) დაიბრუნოს... დაიბრუნოს ის, რაც მას ეკუთვნის... ის, რაც დიდი ხანია ამოვარდნილია იმ კალაპოტიდან, რომელიშიც ყველანაირი წესისა და რიგის გათვალისწინებით უნდა მიედინებოდეს... ის, რაც მას ისტორიულად (კიდევ ერთხელ გამოჩნდა არა, ჩემი „მადრიდის რეალის“ გულშემატკივრობა?...) ეკუთვნის ...


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


ცალცალკე ფეხბურთელების განხილვა რომ დავიწყო, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და ბევრი ცუდი რამეც დაიწერება უმრავლესობაზე, რაც ნამდვილად არ მინდა... უბრალოდ არ შემიძლია გუშინდელ შეხვედრაში არ გამოვარჩიო ის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ყველაზე მეტად მომეწონა.. ეს იყო სერხიო რამოსი... არ ვიცი საიდან ქონდა მას ამდენი ენერგია, რომ ამდენი ერბინა... თუმცა ვხვდები, მასზე ისევე როგორც არცერთ სხვა მადრიდისტაზე ძალიან იმოქმედა იმ მხარდაჭერამ, რაც გამოხატეს „რეალის“ გულშემატკივრებმა საკუთარი საყვარელი კლუბის მისამართით... სხვებზე ეტყობა ამან ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა... აი, თუნდაც ლასანა დიარა ავიღოთ.. ის გავდა ბავშვს, რომელმაც ძალიან ბევრი ჭამა , უზომოდ გაძღა და ტანს ძლივს ამოძრავებს... ის არც დადიოდა და არც დარბოდა... თითქოს სირბილიც და სიარულიც თანაბრად ეზარებოდა...


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


ასეა თუ ისე, მოგწონთ ეს თუ არა, კიდევ ერთი შავი ფურცელი ჩაიწერა „მადრიდის რეალის“ ისტორიაში, რომელსაც ახსოვს ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ ასეთი უკვე ძალიან მეტისმეტია, მაგრამ ფაქტია...


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


აი, სწორედ ამიტომ დავარქვი ამ სტატიას სახელად „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“... ფაქტია, რომ „მადრიდის რეალი“ წელს ვერ ნახავს იმას, რასაც ნახულობდა თავისი ისტორიის განმავლობაში... მაგრამ პრინციპში არც ეს სათაურია სრულიად მისადაგებული რელაობას, ვინაიდან კარგა ხანია, რაც „მადრიდის რეალს“ ჩემპიონთა ლიგის თასი თავს ზევით აწეული არ უნახავს (სადღაც 7 წლამდე სრულდება)... ჩემპიონთა ლიგა კი კიდევ ერთხელ დაემსგავსა „უპატარძლო ქორწილს“, ალბათ მიხვდით რატომაც... (ეხლა შემოვა აქ ვინმე თავიჭკუითგამოტენილი ტვინის პატრონი გულშემატკივარი და მოაბამს კუდებს სიტყვა „პატარძალს“, მაგრამ ნათქვამია: „ვირი მიუშვი ნებასა“–ო, ასე რომ რაც გინდათ ის თქვით)


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


რაც არ უნდა მოხდეს, როგორი დღეც არ უნდა გათენდეს, რა გასაჭირი და სიძნელეც არ უნდა შეგვხვდეს, მოწინააღმდეგენო მუდამ დაიმახსოვრეთ ერთი რამ: „თქვენ ეხლა ქმნით იმას, რაც „მადრიდის რეალმა“ წლების წინ შექმნა, თქვენ ეხლა ცდილობთ იმის მიღწევას, რასაც „მადრიდის რეალმა“ წლების წინ მიაღწია... თქვენ ცდილობთ იმ სახელის მოპოვებას, რაც „მადრიდის რეალმა“ წლების წინ შექმნა... მარტივად გეტყვით, თქვენ ეხლა ქმნით ისტორიას, ჩვენ კი ის უკვე შევქმენით...


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


დღეს „მადრიდის რეალი“ მაკედონიაა, რომელიც თავის ალექსანდრე მაკედონელის მოლოდინში, შეიძლება ვთქვათ, რომ სულს ღაფავს... მაგრამ მოვა დრო, და მჯერა, რომ ეს დრო ძალიან ახლოსაა, როცა მოვა იმპერატორი , რომელიც თავისი სიძლიერით და თავისი ჭკუით მსოფლიოს შეაზანზარებს...მოვა დრო, როცა „ბლანკოსები“ კვლავ აღზევდებიან და მოექცევიან ევროპისა და მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს მწვერვალში..


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


მოვა დრო, როცა „მადრიდის რეალი“ ისევე იმეფებს, როგორც რომი მეფობდა მთელი საუკუნეების განმავლობაში, ისევე დაიპყრობს საფეხბურთო მსოფლიოს, როგორც ჩინგიზ ხანმა დაიპყრო ნახევარი მსოფლიო, ისევე აღმშენებლურად იმეფებს, როგორც დავით აღმაშენებელი მეფობდა საქართველოში, ისევე თავდადებით იბრძოლებს, როგორც ცხრა ძმა ხერხეულიძეები იბრძოდნენ პირსისხლიანი მტრების წინააღმდეგ...


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


მჯერა, რომ ეს დრო მალე დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დღევანდელი სამოთხე ნამდვილ ჯოჯოხეთ დაემსგავსა, მოვა დრო და ჩვენს წინააღმდეგ ტყვიის მსროლელებს ჩვენვე გავცემთ პასუხს... მოვა დრო, როცა "რეალი" დადგება ფეხზე და მაშინ კი, თქვე ლაქიებო, პასუხს აგებთ იმ ცრემლებისთვის, რაც ამ ხნის განმავლობაში მადრიდისტებმა დაღვარეს... თქვენ აგებთ პასუხს იმ დამცირებისთვის, რასაც მადრიდისტებს აყენებდით... მანამდე კი აფთარო მოწინააღმდეგებო იხეირეთ, იხარეთ, გაძეხით სისხლით, გაძეხით იმ ხორცით , რომელსაც კორტნით „მადრიდის რეალის“ სხეულისგან. გირჩევთ ეს , რაც შეიძლება ჩქარა გააკეთოთ, ვინაიდან თქვენი დრო ნელ–ნელა იწურება და დასასრულს უახლოვდები... თქვენი მზე მალე ჩაესვენება, ისევე როგორც ჩაესვენა ჯალალ ად დინის მზე , თქვენ ისევე უპატრონოდ ჩაიძირებით, როგორ უპატრონოდაც ჩაიძირა ყინულოვან ოკეანეში ტიტანიკი...


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


იცოდეთ, იჩქარეთ, იჩქარეთ, ვინაიდან გიახლოვდებათ აისბერგი „მადრიდის რეალის“ სახით... აისბერგი, რომელიც თავისი სიმშვენიერით და სილაღით ჩაძირავს ყველაფერს, რაც კი წინ გადაეღობება... თქვენ ხედავთ იმას, რაც მის ზევითაა, ხოლო რაც ქვევითაა იმას არ ამჩნევთ და სწორედ ეს დაგღუპავთ... გიახლოვდებათ დაჭრილი ლომი, რომელიც ისე არ მოკვდება, რომ ერთხელ მაინც მეფურად არ დაიღრიალოს... მანამდე კი დაჭრილი არწივის მკორტნავო ყვავებო უბრალოდ იმხიარულეთ...


რაც გინახავს ვეღარ ნახავ


თქვენ ხომ წარმავალნი ხართ, „მადრიდის რეალი“ კი სამუდამოდ დარჩება მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ისტორიაში და მისი სახელი მუდამ დიდი ბრწყინვალებით გამოაშუქებს ხოლმე, როცა ფებხურთის ისტორიის სახელმძღვანელოებს გადაშლიან...



რაც გინახავს ვეღარ ნახავ
dle 10.1

  • shvela
  • 11 მარტი 2010
  • 5139
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)