ზიდანი:„ნეიმარის ხილვა საოცრებაა, მაგრამ რონალდუმ ხომ საოცრებები გააკეთა?“

ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„დარწმუნებულები ვართ, რომ „ლეგანესი“ მარტივად არაფერს დათმობს, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია გვამრთებს. თუ მომდევნო ეტაპზე ისე გავალთ, რომ გოლს არ გავუშვებთ ნამდვილად კარგი შედეგი იქნება.“

„კრიშტიანო? მან ძლიერი დარტყმა მიიღო და რამდენიმე წუთის მანძილზე ვერ იასპარეზა, ახლა ყველაფერი წესრიგშია.“

„გუნდი ხშირად თამაშობს 4-4-2 სქემით და ასევე მიმართავს ტრადიციულ 4-3-3 სქემას. ყველა პაექრობის წინ ვაფასებთ მეტოქის სტრატეგიას და ვცდილობთ საუკეთესო ტაქტიკა დავუპირისპიროთ.“

„კეპა არიზაბალაგა? მე არ მიყვარს საუბარი იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც „რეალში“ არ თამაშობენ. ტრანსფერები? არაერთხელ განვაცხადებ, რომ ზაფხულამდე „ბლანკოსი“ არავის არ შეიძენს. მე ასეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული. თუ კეპამ „ბილბაოსთან“ გაახანგრძლივა ეს მისი გადაწყვეტილებაა.“

„სერხიო რამოსი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით მიიღებს თუ არა სათამაშო წუთებს „ლეგანესის“ წინააღმდეგ.“

„მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა გვაქვს, „ლეგანესთან“ მოდუნებას არ ვაპირებთ.“

„გარეთ ბეილი ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მისი იმედი. როგორც უელსელმა ტრავმა მოიშუშა და დისკომფორტს არ გრძნობს, პროგრესი აშკარა გახდა.“

„არაერთი დამიმტკიცებია, რომ ისკო ალარკონი „რეალისთვის“ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ესპანელს არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში და ხშირად მითქვამს, რომ ძალიან მჭირდება. გასაგებია, რომ ნახევარმცველს „ელ კლასიკოში“ არ უთამაშია, მაგრამ მუდმივად ამაზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია. იქ მეორე ტაიმში იმდენად ცუდად განვითარდა მოვლენები, რომ იძულებითი ცვლილებების გაკეთება მომიხდა.“

„ხშირად ამბობენ, რომ კარიმ ბენზემას ვიცავ. მე ვიცავ ყველა ფეხბურთელს, უბრალოდ კარიმის მიმართ იმხელა აგრესია მოდის, რომ უფრო ხშირად მიწევს განცხადებების გაკეთება. გულშემატკივრებს საკუთარი პოზიცია აქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, „ცხრიანი“ 90 წუთის მანძილზე „ბლანკოსისთვის“ წარმატებისთვის იბრძვის.“

„ნეიმარი? ის საოცარი ფეხბურთელია, ბრაზილიელის თამაშის ხილვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ნეი ხომ „რეალში“ არ თამაშობს. მოდით კრიშტიანო რონალდუზე ვისაუბროთ, რომელმაც გაცილებით დიდებული წელი ჩაატარა, ვიდრე ნეიმარმა.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 23 იანვარი 2018
  • 7730
  • 5

1

23 იანვარი 2018 16:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ნეიმარის ამ ზაფხულში გადმოსვლის იმედი რამდენს გაქვტ ნეტა?

2

23 იანვარი 2018 17:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5254
ეჰჰ ნადალ recourse ფედერერ გზა ხსნილია wink

3

23 იანვარი 2018 19:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
:)))

4

23 იანვარი 2018 20:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რონალდოს ვარჯიშზე დღეს აუუუ რას უგავს სახე 😂😂😂 დასიებული აქ სახე 😂😂

5

23 იანვარი 2018 20:24

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Bichebo gaumarjos amdeni sisukelis mere gadaviwyvite davregistrirebuliyavi fifas oficialur saitze vkitxulob pastaianad informacias rusul enaze da aq rac ideba naxevarze meti zgaparia neymari realshi aris warmoudgeneli xelaipia tu chemi kitri shansi araa ar gamoushvebs arc magas arc mbapes imena giad tqva arcerts ar gayidis psg ase rom magat imedi ar gvqondes jobs keins miawvnen

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)