ზიდანი:„თუ რონალდუ „რეალიდან“ წავა, უდიდესი სენსაცია იქნება“

ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გასვლითი მატჩი გველის, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა ვითამასოთ. ამის შემდეგ ყველა პაექრობას უდიდესი მოტივაციით შევხვდებით.“

„მაქსიმალურად ვეცდებით, პირველიდან ბოლო წუთამდე ინტენსივობა შევინარჩუნოთ და უპირატესობა მოვიპოვოთ. ეს ორმატჩიანი დუელია, თუმცა ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს.“

„შემადგენლობა? ამაზე ახლა საუბარს არ ვაპირებთ, თავად ნახავთ, რა შემადგენლობას გამოვიყვან სტადიონზე.“

„თუ კრიშტიანო რონალდუ „რეალიდან“ წავა, უდიდეს სენსაციას ექნება ადგილი. პორტუგალიელს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულება აქ სურს. ეს არის საფეხბურთო მოვლენა და სჯობს ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგებს დააფიქსირებს ის სეზონის ბოლოს. მე მწვრთნელი ვარ და არა მისი აგენტი.“

„ჩემი მომავალი? დავტოვებ თუ არა „რეალს“? მე ვცხოვრობ ყოველდღიურობით და ყოველდღიურად ვცდილობ, „რეალის“ პროგრესზე ვიფიქრო, ამიტომ ვერ განვჭვრეთ რა მოხდება მომავალში.“

„დინამიკის შეცვლა შეგვიძლია. გუნდს მოედანზე გასვლა სამ დღეში ერთხელ უწევს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სტატისტიკის გასაუმჯობესებლად.“

„ხამეს როდრიგესის კრიტიკული განცხადება? მიხარია, რომ ის „ბაიერნში“ ბედნიერია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კოლუმბიელთან დაპირისპირება არ მქონია.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 იანვარი 2018
  • 7330
  • 2

1

18 იანვარი 2018 02:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Es madrideli madridistebi da bevri sxva qveynisac imena pitaloebis xrovaa Amis deda vatire cota ro davfiqrdet manchesteris da Liverpools fanebs shevadarot enfildi da oldtrafordi imena mshvenebaa fanebis mxriv eseni kide gunds ramdenime matchi chauardebat da ushtvenen Ras ushtvent tqven dedebs mivatoke gundma 4 welshi samjer liga dado live da Unitedi kide 4 weli ligazec ver gadiodnen fu bliad

2

18 იანვარი 2018 09:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: JON SNOW
Es madrideli madridistebi da bevri sxva qveynisac imena pitaloebis xrovaa Amis deda vatire cota ro davfiqrdet manchesteris da Liverpools fanebs shevadarot enfildi da oldtrafordi imena mshvenebaa fanebis mxriv eseni kide gunds ramdenime matchi chauardebat da ushtvenen Ras ushtvent tqven dedebs mivatoke gundma 4 welshi samjer liga dado live da Unitedi kide 4 weli ligazec ver gadiodnen fu bliad


არ არიან მიჩვეულები ჩავარდნას და პანიკა ეწყებათ ეგრევე. საბედნიეროდ ყველას არა და ამ საიტზეც ბევრია ერთგული ფანი რეალის. არადა საპანიკო არც არაფერია. რაც შეხება რონალდუს,არაა ეგრე ერთი ხელის მოსმით გასაშვები და მითუმეტეს ზიდანი. თან ამბობენ,რომ ნეიმარში გაცვლა და თანხის დამატებაო. ასე ექცევიან ფეხბურთელებს,რომლებმაც ბევრი გაკეთა გუნდისთვის. არ მესმის,რატო უნდა გაუშვა გუნდიდან ხოსე მარია გუტიერესი,რაულ გონსალესი,იკერ კასილასი და რონალდუ ესე უბრალოდ. საშინელებააა,მაგრამ ესეთ კლუბებში მიუწევთ გული იგროკებს. კოუტინიო წარაკუა ბარსელონაში გადავიდა არადა 2 ჩემპიონთა ლიგის მომგები ეტოო,რომელმაც ორივე ფინალში შეაგდო გოლები და გაცვალეს იბრაგიმოვიჩში+ფული დაუმატეს ინტერს. გეთანხმები ინგლისში უფრო ერთგულები არიან და გასაჭირის დროს კრიტიკას არ იწყებენ. წარმომიდგენია ლიგის ფინალი და პირველი ტაიმის მერე პირწმინდათ,რომ აგებდეს 3-0 რეალი რამდენი ფანი დატოვებს სტადიონს და სიმღერა ხო წარმოუდგენელია. მე როგორც ლივერპულის ფანს ვამაყობ ჩვენი ფანების საქციელით და ლივერპულის ხელმძღვანელობაც დიდ პატივს სცემს სკაუზერებს. თუ გახსოვთ,2 წლის წინ ინგლისის სტადიონებზე ბილეთის ფასები,რომ გაიზარდა და ენფილდზეც გაზარდეს ფასი. შემდეგ ფასი შეამცირეს ფანობის მოთხოვნის საფუძველზე და პირობა დადო პირადად ჰენრიმ,რომ 2 წლის განმოვლაბაში ფასი აღარ შეიცვლებოდა. მარტო ენფილდელებმა შეამცირეს ეს ფასი. ასეთია დამოკიდებულება ფანებს და კლუბს შორის. ვიცი მადრიდელებსაც ყავთ ფანები,რომლებიც არ ეთანხმებიან ამ მიდგომას კლუბისგან. მე პირადად მერჩია კარაგერის ყურება დაცვაში ვიდრე ნესტა,მალდინისთვის გაეფორმებინა კონტრაქტი ლივერპულს.ასე უნდა იყოს აქაც

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)