კალდერონი რეალურ ბიზნესს იცავს

მადრიდის რეალის ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ ის თანხა, რომელიც დაიხარჯა რონალდუს ტრანსფერში სავსებით გამართლებულია, აქვე მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რონალდუს მადრიდის რეალში გადმოყვანა სწორედ მისი მუშაობის დამსახურებაა (?!).


კალდერონმა მადრიდის რეალი იანვარში დატოვა, მაგრამ როგორც თვითონ აცხადებს, მან კლუბის მომავალ პრეზიდენტს (ფლორენტინო პერესზეა ლაპარაკი) დაუტოვა უკვე გამზადებული რონალდუს ტრანსფერი. პორტუგალიელი ვარსკვლავი მადრიდის რეალის ზაფხულის ამ სატრანსფერო ფანჯრისას ერთ–ერთი შენაძენია, საერთო ჯამში ბლანკოსებმა ტრანსფერებზე 200 მლნ. ევრო დახარჯეს.

როგორც კალდერონი მიიჩნევს, მიუხედავად თანხის სიდიდისა, ეს ტრანსფერი გამართლებულია, ვინაიდან:

"არ ვიცი, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა, ვინმემ კიდე შეიძლება თქვას, რომ რონალდუ უფრო მეტი ღირს, მაგრამ მე ერთს გეტყვით, მაგ: ზოგიერთი ესპანელისთვის 12,000 ევრო წლიური შემოსავალია, მაშინ როცა მე შემიძლია ეს თანხა ერთ ბოთლ ღვინოში დავხარჯო."

"ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ელი შენ ამ ინვესტიციიდან. ყველამ უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ მადრიდის რეალს შეუძლია საკუთარ თავს ამის უფლება მისცეს, ვინაიდან ჩვენს შემოსავლებს სწორად ვანაწილებთ და სწორ მენეჯმენტს ვატარებთ."

"როცა მე პრეზიდენტი გავხდი მიახლოებით 200 მლნ. ევროიანი შემოსავლები გვქონდა, მე ეს თანხა 415 მლნ. ევრომდე გავზარდე. მე ბანკში დავტოვე 100 მლნ. ევრო, ხოლო მოგება კი შეადგენდა 115 მლნ. ევროს, აი, რატომ შეგვიძლია ჩვენ თანხების დახარჯვა, უფრო სწორად რომ ვთქვათ ინვესტირება."


წყარო: skysport
dle 10.1

  • shvela
  • 31 ივლისი 2009
  • 6512
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)