მეტი ვიდრე 1/8 ფინალი

მეტი ვიდრე 1/8 ფინალი

დღეს როგორც ვიცით მადრიდის "რეალი" საკუთარ არენაზე, სანტიაგო ბერნაბეუზე, საფრაგნეთის "ლიონს" საუპირისპირდება. მე ამ სტატიაში კი შემოგთავაზებთ ძალიან ბევრი ფებურთელის კომენტარებს და მოსაზრებებს.


რიკარდო კაკა:

"ლიონი" ძალიან ძლიერი გუნდია და მათთან თამაში ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენს გუნდს მათი დამარცხება შეუძლია, ამაში დაწმუნებული ვარ.

იკერ კასილასი:

"შინ თამაში ჩვენი უპირატესობაა. მწვრთნელმა გვითხრა, რომ თუ შემდეგ ეტაპზე ვერ გავალთ, ესეიგი ეს არც დავიმსახურებთ. "ლიონს" ვაფასებთ, მაგრამ გამოვარდნის პერსპექტივა არც ერთ ჩვენგანს არ ხიბლავს. გულშემატკივრები ჩვენი საუკეთესო მოკავშირეები არიან და ჩვენს გვერდით ყოფნა მართებთ, რადგან ამ საღამოს უკანასკნელ ამოსნუთქვამდე ვიბრძოლებთ."

გონსალო იგუაინი:

”ამჯერად ფრანგული გუნდის წინააღმდეგ გასამართი თამაში ჩვენთვის ძალზე ბევრს ნიშნავს, ვინაიდან ამავე ტურნირის ფინალი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ვიმედოვნებ საინტერესო მატჩი გველის და ასევე იმედი მაქვს რევანშის აღების ყველა შანს უმაღლეს დონეზე გამოვიყენებთ”.

ეზეიკელ გარაი:

"ჩვენ წინ 90 წუთი გვაქვს სათამაშო. 1-0 არის შედეგი, რომელსაც პირველივე ტაიმში აღმოვფხვრით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავალთ ლიგის 1/4 ფინალში. რეალი უკვე რამდენიმე წელია ვერ ცდება 1/8 ფინალს. უკვე დროა ეს ნავსი გატყდეს".

ესტებან გრანერო:

"მე ძალიან ამბიციური ფეხბურთელი ვარ. "ლიონთან" საოცარი მატჩი გველის. პირველივე წუთებიდან უნდა შევუტიოთ მეტოქეს და თავი დისკომფორტში ვაგრძნობინოთ".

ალვარო არბელოა:

იმედი მაქვს "ბერნაბეუ" ოთხშაბათს "ენფილდს" დაემსგავსება. მახსოვს იმ სტადიონზე ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის მატჩები, იქ ფანები მუდამ გვერდში გიდგანან. მემგონი "ბერნაბეუ" ამას შეძლებს, 80 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაგვიდგება მხარში. ეს ალბათ გამარჯვების ტოლფასი იქნება".

სერხიო რამოსი:

"ლიონის "ოლიმპიკი" თავს დაიცავს, ეცდება ახლოს არ მიგვიშვას და თავის შანსს დაელოდოს. ვეცდებით ბურთი სწრაფად ვამოძრაოთ და სივრცე გავაკონტროლოთ. ასეთი მატჩში ყველა დიდი მოტივაციით ითამაშებს, სასწორზე ბევრი რამ დევს".

კრიშტიიანუ რონალდუ:

მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და თავიდანვე იმაზე ვიფიქროთ, რომ გოლს აუცილებლად გავიტანთ. "ლიონს" ჩვენგან ბურთი ჯერ არ მიუღია, მაგრამ იმედი მაქვს, ოთხშაბათს ყვეალფერი სხვაგვარად იქნება. ვიცით, რომ ეს რთულია, მაგრამ, ამავდროულად, შესაძლებელი. პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია."

ხოსე მარი გუტი:

"ლიონი" სერიოზული გუნდია. მას კარგად ორგანიზებული და ჩამოყალიბებული დაცვის ხაზი აქვს, ასე რომ სახიფათო მომენტების შექმნა საკმაოდ გაძნელდება. ფრანგებს აგრესიული ფეხბურთელები ჰყავთ, რომელთაც გოლის გატანა საოცრად ეხერხებათ. ჩვენი მისია 1–0 წაგებული მატჩის შემოტრიალებაა და ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება.

ლასანა დიარა:

"დაწყებისთანავე აგრესიულები უნდა ვიყოთ. მჯერა გულშემატკივარი დაგვეხმარება და ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. მიზანი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მე ბუნებით ოფტიმისტი ვარ და წაგებაზე არასდროს მიფიქრია. დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლოდ გადაწყდება".

ხორხე ვალდანო:

"მატჩი "ლიონის" წინააღმდეგაა, ფეხბურთელები გადაღლილები იქნებიან. ჩვენ გულშემატკივრების იმედზე ვართ, იმედია ისინი ისეთივე კარგები იქნებიან, როგორც "სევილიასთან". "ლიონთან" მატჩში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება"

"ლიონის" განაცხადი.

მეკარეები: ლორისი და ველკოტრე.

მცველები: კრისი, ბუმსონგი, რევეილერი, სისოხო, გასამა

ნახევარმცველები: ბოდმერი, კალსტრომი, პიანიჩი, ედერსონი, მაკუნი, დელგადო, ტულალანი, გონალონსი.

თავდამსხმელები: ლისანდრო ლოპესი, გოვუ, გომისი, ტაფერი და ბელფოდილი.

"რეალის" განაცხადი.

მეკარეები: იკერ კასილასი და იერჟი დუდეკი.

მცველები: სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი, ეზეიკელ გარაი, ალვარო არბელოა, კრისტოფ მეტცელდერი.

ნახევარმცველები: ლასანა დიარა, მაჰამადუ დიარა, ხოსე მარი გუტი, რიკარდო კაკა, ფერნანდო გაგო, ესტებან გრანერო.

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, რაულ გონსალეს ბლანკო, გონსალო იგუაინი. dle 10.1

  • chich
  • 10 მარტი 2010
  • 4001
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)