პიუელი: "რეალი არ არის რონალდოზე დამოკიდებული"

"ლიონის" მთავარი მწვრთნელის აზრით, დღეს ფავორიტი მადრიდის "რეალია", რაც სავსებით ლოგიკურია ზაფხულში მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე...


"ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ. ანგარიში 1-0 არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ 1/4 ფინალზე ვიფიქროთ, მითუმეტეს მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე სამეფო კლუბია. რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არსებობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველას მადრიდული კლუბი გონია ფავოტირი და ეს ასეც არის".

კლოდ პიუელმა აღნიშნა, რომ წელს ლიგის ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, სწორედ ამიტომ უნდა იყვნენ მოტივირებულები მადრიდელები. ამის გარდა კლოდი რონალდოსაც შეეხო: "მადრიდელთა შემადგენლობაში მხოლოდ რონალდო არ არის. ისინი ძალიან სახიფათოები არიან, მაგრამ პირველ მატჩში დავამტკიცეთ, თუ რა შეგვიძლია".

"ლიონის" თავკაცი აღფრთოვანებულია "რეალის" მიერ ჩატარებულ "სევილიასთან" მატჩზე: "იმ მატჩის მეორე ტაიმში ბლანკოსმა, თავისი სულისკვეთება დაამტკიცა, ბოლომდე იბრძოლა და წარმატებასაც მიაღწია".

ის ასევე შეეხო მოედნის ფაქტორსაც, სადაც რასაკვირველია უდიდესი ატმოსფერო იქნება: "არ მაღელვებს, თუ რომელ მოედანზე მოგვიწევს ბურთის გორება. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ასეთ რაღაცეებს ყურადღებას არ ვაქცევთ".

პიუელი წუხს მიშელ ბასტოსის ტრავმაზე: "ის დიდი დანაკლისია, მაგრამ ვგონებ მის გარეშეც გავალთ მომდევნო ეტაპზე".


ინფორმაციის წყარო:As.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)