შეუდარებელი მეპასე

ამ შესანიშნავი ფეხბურთელის "სევილიასთან" თამაშმა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ხოსე მარიას რეალური ძალა. იმედია მანუელ პელეგრინი მალე მიხვდება იმას, რომ გუტის ადგილი მის სათამაშო სქემაში აუცილებლად უნდა მოიძებნოს.


გუნდს, რომელსაც აქვს ამბიცია ტიტულების მოგებისა, ალბათ აუცილებლად უნდა თამაშობდეს ლამაზ ფეხბურთს. ამ ლამაზი ფეხბურთის მთავარი ელემენტი გახლავთ ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი. ის ყველას ხიბლავს მისი "არარეალური" პასებით.

შესაძლებელია გუნდში ბევრი ვარსკვლავი მოიყვანო, მაგრამ სავალდებულოა საკუთარი ინტერესებისა და სტილის დაცვა, რასაც ბარსელონა შესანისნავად აკეთებს. მიუხედავათ ბევრი კრიტიკისა, კატალონიელები არ ანებებენ თავიანთი სტილით თამაშის შეწყვეტას. ამ ყველაფერზე ყურადღება იმიტომ არის გამახვილებული, რომ გუტი სწორედ რეალის სტილია, რომლის დაცვა აუცილებელია.

როგორც იქნა "ბლანკოსმა" იპოვა საკუთარი თამაში. თუ ყველაფერს სიღრმიდან შევხედავთ, მაშინ მივხვდებით, რომ გუნდის კარგი თამაში იმ ფეხბურთელებიდან მოდის, რომლებსაც სეზონის წინ არ ენდობოდნენ. ამ მოთამაშეების სიაში შედიან: იგუაინი და გუტი. აბა კარგად გავიხსენოთ თუ როგორ აკრიტიკებდნენ გონსალო იგუაინს, რომელიც ამჟამად მადრიდელთა ბომბარდირია, ხოლო რაც შეეხება ესპანელს, სწორედ იგი ანვითარებს გუნდის შეტევებს და ის აკეთებს სახიფათო გადაცემებს.

ფლორენტინო პერესის გეგმა იყო ვარსკვლავების მეშვეობით გუნდის აღზევება, სადაც დონ პერესი მწარედ შეცდა. გასაგებია, ბევრის აზრით რონალდო კარგად თამაშობს, მაგრამ არა ისე როგორც 94 მილიონიან ფეხბურთელს შეეფერება. გუტი კი გუნდს საკუთარ ულამაზეს სტილს უნარჩუნებს და სწორედ მას მიჰყავს "რეალი" წარმატებამდე. ხოსე მარია არის ნებისმიერი ნახევარმცველის იდეალი. ნეტა რომელ ფეხბურთელს შეუძლია ასე მოედნის ხედვა, "არარეალური" პასების კეთება და აღსანიშნავია ის, რომ ესპანელი ამ ყველაფერს საჭირო შემთხვევებშიც აკეთებს. აქედან გამომდინარე, ხოსე მარია გუტიერესი უნდა იყოს შეუცვლელი ფიგურა გუნდისთვის. ნუთუ ჩილელი სპეციალისტი ვერ ხედავს მის მნიშვნელობას გუნდში?

მანუელ პელეგრინიმ გუტის შველა რთულ სიტუაციაში სთხოვა, მაშინ როდესაც გუნდი სევილიასთან 2-0 აგებდა. ესპანელი მოედანზე გამოვიდა და მანუელის თხოვნა სრულყოფილად შეასრულა. როგორც ვიცით "ლიონთან" მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ხაბი ალონსო, რომელსაც სავარაუდოდ გუტი შეცვლის. აქ იმედია კიდევ ერთხელ დამტკიცდება ხოსე მარიას რეალური ძალა.

საბოლოო ჯამში, გუნდს აშკარად ეტყობა პროგრესი. "ბლანკოსი" "ბარსელონას" უსწრებს, იგებს სასწაულ თამაშებს და მას ეს ყველაფერი საკუთარი, საიდუმლო სტილით გამოსდის. ეს საიდუმლო კი გუტიში იმალება, რომელიც სტადიონზე რაღაც საოცრებებს სჩადის და ეს საოცრებები თუ "ლიონთანაც" გაგრძელდა, მაშინ ფრანგებს შემდეგ ეტაპზე გადასვლის ოცნებაც კი გაუქრებათ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (356)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)