გრანეროს ინტერვიუ

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ესტებან გრანერომ, ანალიზი გაუკეთა მომავალ შეხვედრას, რომელსაც მადრიდული კლუბი "ლიონთან" გამართავს.


"ამბიციური ვარ. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდებით "ლიონს". იმედია ძირითადში ვითამაშებ და თუ ეს ასე მოხდა, გპირდებით იმედებს არ გაგიცრუვებთ. შანსს ველი".

"პირველ მატჩში, ოლიმპიკმა საკუთარი კარი იდეალურად დაიცვა. ისინი კარგად ათამაშებდნენ ბურთს და ყველანაირ ზონას გვიკეტავდნენ. ხვალ კი სულ სხვა "რეალს" იხილავთ. ჩვენ მოედანზე მოგების იმედით გავალთ და თუ მეტოქე სრულფასოვნად შევაფასეთ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 ფინალში თამაშის უფლებას აუცილებლად მოვიპოვებთ".

"რაც სევილიასთან მოხდა, იმის შემდეგ ალბათ ხვდებით, რომ ჩვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. იმ მატჩს, მე სათადარიგოთა სკამიდან ვადევნებდი თვალს, მაგრამ ვაღიარებ, რომ ასე კარგად თავი ჯერ არ მიგრძვნია. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა სეზონში".

"დაცვაში შეცდომა დამღუპველი იქნება. მომწონს, როდესაც მეტოქის ნახევარზე ვაკონტროლებთ ბურთს. ამავე გრძნობას განიცდის მანუელ პელეგრინიც, იმედია "ოლიმპიკთან" ასეთი ტაქტიკით ვიასპარეზებთ".

"მე შევძელი და მოვიგე ჩემი მწვრთნელის გული. ერთი შეხედვით ეს არ უნდა იყოს ძალიან ძნელი, მაგრამ როცა გუნდში ისეთი კალიბრის მოთამაშეები ირიცხებიან, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და კაკაა, მერწმუნეთ, რომ ეს ურთულესია".

"ბედნიერი ვარ იმით, რომ რონალდოსთან ერთად ვვარჯიშობ. ის ნამდვილი პროფესიონალია და სრული სერიოზულობით ეკიდება ვარჯიშებს. ის მე მხიბლავს".


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)