მეტცელდერი: 1/4 ფინალს რეალი ითამაშებს

სამეფო კლუბის გერმანელმა მცველმა, კრისტოფ მეტცელდერმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია წარმატებაში. კრისტოფის თქმით, რეალს ბერნაბეუზე სასურველი ანგარიშის დაფიქსირება არ გაუჭირდება და ლიგის 1/4 ფინალსაც სწორედ "ბლანკოსი" ითამაშებს...


"ჩვენ მოტივირებულები ვართ, მანუელ პელეგრინი ვარჯიშებს განსხვავებული წესით ატარებს, იგი მოითხოვს სრულ კონცენტრაციას ლიონზე. რეალმა ლიონი სასურველი შედეგით თუ დაამარცხა, მხოლოდ ეს იქნება ჩილელი სპეციალისტისთვის მისაღები, სხვა შემთხვევაში მე და ჩემს მეგობრებს სერიოზული კრიტიკის მოსმენა და გადატანა მოგვიწევს".

"ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძივთ, ლა ლიგაში უკვე ლიდერები ვართ, რაც ძალიან გვახარებს, მაგრამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი კონკურენტი ბარსელონაა და მოშვება დამღუპველი შედეგის მომტანი იქნება. ორ ფრონტზე ბრძოლა მართლაც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, მაგრამ სამეფო კლუბში არის იმის საშუალება, რომ ერთი ფეხბურთელი მეორემ შეცვალოს და გუნდი არ გადაიღალოს".

"ხვალინდელი დღე რეალისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, დარწმუნებული ვარ გუნდი კარგად გავა მოედანზე და აჩვენებს უმაღლეს კლასს, გულშემატკივრები "ბლანკოსისგან" მხოლოდ წარმატების მოლოდინში არიან, ჩვენ არ გვაქვს მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილების უფლება". dle 10.1

  • Hala
  • 9 მარტი 2010
  • 1359
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)