რონალდო:"აუცილებლად გავიმარჯვებთ"

მადრიდის "რეალის" წამყვანმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ოთხშაბათს, მადრიდში – "სანტიაგო ბერნაბეუზე" სამეფო კლუბი "ლიონს" უმასპინძლებს, ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით 1–0 დასრულდა.


"ან გავიმარჯვება–ან სიკვდილი, არჩევანი ჩვენზეა... სამეფო კლუბი სამკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ ლა ლიგის საუკეთესო გუნდი ვართ, ასე რომ ძლიერება ყველა მოქმედ ტურნირზე უნდა დავამტკიცოთ. "ლიონი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, ეს ჩვენი ბოლო შანსი და უშუალო მოვალეობაა. საკმაოდ სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევს პაექრობა, მაგრამ ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალა საკუთარ კედლებში თამაშია."

რონალდო:"აუცილებლად გავიმარჯვებთ"

"აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე უპრობლემოდ გააღწევს, მაგრამ ამ ყველაფრის მისაღწევად დიდი მონდომებაა საჭირო, წარმატება უშრომველად არ მოდის... შაბათის მატჩი გულშემატკივარმა მოიგო და არა ჩვენ, მადრიდელი "ინჩასები" საოცრად დაგვიდგნენ მხარში, ეს ნამდვილი ზღაპარი იყო. იმედი მაქვს ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაშიც ასეთივე ატმოსფეროში მოგვიწევს მოედანზე გასვლა, ეს ჩვენ სტიმულსა და მობილიზაციას შეგვმატებს."

"სწრაფი გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი უმთავრესი მოვალეობა მეტოქის კარში ბევრი გოლის გატნაა, გამარჯვება ჩვენი უშუალო მოვალეობაა. მართალია პირველ დაპირისპირებაში ფრანგების კარში გოლის გატანა ვერ მოვახერხე, მაგრამ გპირდებით, განმეორებით მატჩში ყველაფერი სხვაგვარად განვითარდება. ყოველი ჩვენგანი ბოლომდე იბრძოლებს, საკუთარ თავს არ დაზოგავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი ფანების მხარდაჭერაა."
რონალდო:"აუცილებლად გავიმარჯვებთ"

"ყველას კარგად მოეხსენება, თუ რაოდენ რთულია ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა. ჩვენს გუნდს ცხრა ასეთი თასი აქვს მოპოვებული, წლევანდელ სეზონში კი მადრიდის "რეალის" მრავალრიცხოვან ტიტულებს კიდევ ერთი შეემატება. მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმედია ჩვენს მონდომებას მხარს ფორტუნაც აუბამს და მომავალ თამაშს ტრიუმფალურად ჩავატარებთ."

"ფანებს კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, დაგვიდექით გვერდში და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება, ამას პირადად მე გპირდებით..."


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)