ზიდანი:„ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს“

ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერნეცია გამართა...


„საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს. „სევილიას“ ბერნაბეუზე თამაში არასდროს უჭირდა, ამ კლუბს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და მიმდინარე სეზონშიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. ბრძოლა გარდაუვალია.“

„დანი კარვახალის სანქცია აბსოლუტურად უსამართლოა, ჩვენ ვაპირებთ სააპელაციო საჩივარის შეტანას და ვიმედოვნებთ, რომ ესპანელი მარჯვენა მცველი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში დაგვეხმარება. მას ყვითელი ბარათი განზრახ არ მიუღია.“

„როგორ შეიძლება ვისაუბრო კრიშტიანო რონალდუს წასვლაზე, როდესაც გუშინდელ ცერემონიალზე მან განაცხადა, რომ კარიერის დასრულება მადრიდულ გიგანტში სურს. მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებით „შვიდიანმა“ ყველა სპეკულიაციას წერტილი დაუსვა.“

„მივმართავ გულშემატკივრებს და მათ მხარდაჭერას ველი. გუნდში საკმაოდ რთული სიტუაციაა, ფეხბურთელების არყოფნის გამო განსხვავებული შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ, რაც დიდი პრობლემა გახლავთ. მე მაქვს ყველა ქომაგის იმედი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის ის, 1-ის თუ 90-ის.“

„ხესუს ვალიეხოს დაზიანებებმა მძიმე დაღი დაასვა, მაგრამ ის აუცილებლად მოუმატებს, ესპანელ მცველში დიდი ტალანტი დევს.“

„რაფაელ ვარანი „სევილიასთან“ არ იქნება, თუმცა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრება.“

„ჩვენ ყოველთვის გვსურს გამარჯვება. კრიტიკა არც გასულ სეზონში გვაკლდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოვახერხეთ. მთავარი ის არის, რომ მოთამაშეებმა ბრძოლა განაგრძონ.“

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კარვახალის სანქცია უსამართლოა და მჯერა, რომ ის 1/8 ფინალში ითამაშებს.“

„მადრიდის „რეალის“ ისტორიაში არაერთი ფეხბურთელი არსებობს, ვინც კლუბისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ის, რაც რონალდუს აქვს გაკეთებული, მერწმუნეთ, რომ არავის გაუკეთებია. გადახედეთ ციფრებს.“

„დიახ, დიახ კრიშტიანოს ჩემზე უკეთესი ეპოქა აქვს, თუმცა ჩემი კარიერით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.“

„გარეთ ბეილთან დაკავშირებით სიახლეები გვაქვს. ის გუნდთან ერთად ვარჯისობს, მაგრამ სრულფასოვან დატვირთვას არ ვაძლევ. ექიმების რეკომენდაციებს ვითვალისწინებ, რის მიხედვითაც მას მოედანზე გასვლა უკვე შეუძლია, მაგრამ „სევილიასთან“ არ იასპარეზებს. უელსელი ფეხბურთლეი მსოფლიო მუნდიალზე ჩვენთან ერთად იქნება და გუნდს დაეხმარება.“

„რაფაელ ვარანის ტრავმიანობა ნამდვილად ცუდი ფაქტია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფრანგი იშვიათად დაზიანდეს, ვინაიდან ეს მის პროგრესს უშლის ხელს. რაფას უდიდესი შესაძლებლობები აქვს.“

„სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ და ორი ტიტული მოვიგეთ, შემდეგ იყო მცირე ხარვეზები, ამის შემდეგ აშკარა ჩავარდნა, ახლა კი აღმავლობის გზას ვადგავართ. ეჭვი არ მეპარება, რომ 2018 წელს მადრიდის „რეალი“ სოლიდური იქნება და ტიტულების მოგებას შეძლებს, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და თითოეული მედლისთვის ბრძოლას.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 8 დეკემბერი 2017
  • 7440
  • 94

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)