ურთულესი თვე იწყება - ყველაფერი დეკემბერში გადაწყდება

ურთულესი თვე იწყება - სწორედ ასე დაასათაურეს ესპანელმა გამოცემებმა დღევანდელი ნომრები, ვინაიდან დეკემბერი მადრიდის „რეალისთვის“ ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს...


2 დეკემბერი

მადრიდის „რეალი“ დეკემბრის თვეს „ბილბაოსთან“ მატჩით გახსნის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „სან მამესზე“ თამაში იოლი არ არის, ვინაიდან ადგილობრივი „ატლეტიკი“ ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ამ შეხვედრას ზიზუსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გუნდს 3 ქულა ჰაერივით ესაჭიროება იმისათვის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს.

6 დეკემბერი

ბასკებთან მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯერი დგება. „მერენგები“ საშინაო არენაზე „დორტმუნდს“ მიიღებენ. დიდი ალბათობით, ზიზუ გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს და ეცდება, კოლექტივს შედარებით განტვირთვის საშუალება მისცეს, ვინაიდან ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის პაექრობა არაფერს წყვეტს.

9 დეკემბერი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ „ბლანკოსი“ კვლავაც საშინაო არენაზე იასპარეზებს. მეტოქე საკმაოდ ძლიერი და მრისხანეა. ზიდანის გუნდს „სევილიას“ დამარცხება მოუწევს, რომელიც ახლა სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა განთავსებული და „რეალს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ამ შეხვედრასაც უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება და რა თქმა უნდა, გამარჯვების შემთხვევაში „ბლანკოსი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი


დეკემბრის შუა რიცხვებში ზიდანის გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრება და საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობა მოუწევს. მეტოქეთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინაიდან „ბლანკოსი“ ტურნირში 1/2 ფინალიდან ჩაერთვება, სხვა გუნდებს კი ნახევარფინალში გასასვლელად ბრძოლა მოუწევთ.

23 დეკემბერი

2017 წლის ბოლო შეხვედრას მადრიდის „რეალი“ კატალონიის „ბარსელონას“ წინააღმდეგ, 23 დეკემბერს გამართავს. შეხვედრას რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან არსებული ქულათა სხვაობიდან გამომდინარე ზიზუს გუნდს გამარჯვება მართებს. ამას ემატება ბერნაბეუზე ფაქტორი, „მერენგები“ შინ ითამაშებენ, რაც მათ ვალდებულებას კიდევ უფრო მნიშვნელოვან ელფერს სძენს.

დასკვნა

იმ შემთხვევაში, თუ ზინედინ ზიდანის შეგირდები დეკემბრის თვეში 100%-იან შედეგს დააფიქსირებენ, ისინი დაეუფლებიან მსოფლიო მუნდიალის ოქროს მედლებს და კატალონიის „ბარსელონასთან“ სხვაობას მინიმუმ 5 ქულით შეამცირებენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკემბრის თვე „რეალში“ ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. dle 10.1

  • Ramos
  • 30 ნოემბერი 2017
  • 3485
  • 4

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)